მეღვინეობა საქართველოში  8000 წლიანი ტრადიცია

2730 Views

დღესდღეობით ყველასთვის ცნობილია, რომ სწორედ   საქართველოშია კულტურული მევენახეობის უძველესი ნაკვალევი შემორჩენილი. რასაც ადასტურებს საქართველოში აღმოჩენილი ნივთიერი და ისტორიული მტკიცებულებები და ფაქტები.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში პირველი კულტურული ვაზი სწორედ საქართველოში გვხვდება. ქვემო ქართლში, თბილისის სამხრეთით, მარნეულის ველზე, დანგრეული გორას ნასახლარში არქეოლოგებმა ძვ.წ. ათასწლეულების ვაზის რამდენიმე წიპწა აღმოაჩინეს. მორფოლოგიური და ამპელოგრაფიული ნიშნების მიხედვით იგი ვაზის კულტურულ სახეობას, «Vitis Vinisfera Sativa-ს» მიაკუთვნეს. 

ნივთიერი მტკიცებულებები და არგუმენტები, რომ საქართველო მართლაც ღვინის ქვეყანაა საკმაოდ ბევრია: ხრამის დიდ გორაზე ნაპოვნი ნეოლითური ხანის ქვევრის ტიპის ჭურჭელი, კულტურული ვაზის ნამარხი წიპწები, თიხის საღვინე ჭურჭლის ფრაგმენტებში დალექილი ღვინის მჟავა და კულტურული ვაზის მტვერი, ველურ და აბორიგენულ ჯიშთა მრავალფეროვნება არა მარტო წარსულში, ღვინის უნიკალური ჭურჭელი — ქვევრი და ქვევრის ღვინის დაყენების დღემდე შემორჩენილი უძველესი ტექნოლოგიები, მევენახ-მეღვინეობასთან დაკავშირებული მრავალი სიტყვა ქართულ ენაში, მათ შორის — „ღვინო», რომელიც ევროპის ხალხთა ენაში ქართული ენიდან გავრცელდა. 

საქართველოში ადამიანისა და ვაზის ურთიერთობა VI ათასწლეულიდან, ნეოლითის ხანიდან დაიწყოკულტურული ვაზისა და ღვინის უძველესი კვალი აღმოჩენილია როგორც უკვე აღვნიშნეთ დანგრეული გორის მეზობლად მდებარე ნეოლოთური ხანის ნამოსახლარებში (შულავერის გორა, გადაჭრილი გორა, ხრამის დიდი გორა, არუხლოს გორა, ხიზანაანთ გორა და სხვა). ვაზის წიპწების გარდა, აქ ნაპოვნია კულტურული ხორბლისა და პარკოსნების ნაშთი, სამეურნეო იარაღები და თიხის ჭურჭელი, რითაც მტკიცდება, რომ ნეოლითის ხანაში აქ დასახლებული ადამიანი უკვე განვითარებულ სამეურნეო საქმიანობას, მათ შორის – მევენახეობას და მემარცვლეობას ეწეოდა. ისტორიკოსებმა ამ გორა ნამოსახლარებს შულავერ შომუ–თეფეს კულტურა უწოდეს. 

არსებობს შულავერის გორაზენაპოვნი V-IV ათასწლეულისხიზანაანთ გორის IV ათასწლეულისმდივრის ხეობაშიადრებრინჯაოს ხანის მტკვარარაქსის კულტურის ძეგლზექვაცხელებში ნაპოვნი წიპწები.

გაკულტურებული ხორბლის მარცვლებისა და ვაზის წიპწების გარდა, გორა ნამოსახლარების გათხრებისას აღმოჩნდა საღვინე თიხის ჭურჭლის ნატეხები. ეს აღმოჩენები მიანიშნებს იმაზე, რომ უკვე ნეოლითის ხანაში საქართველოს ტერიტორიაზე იყო არა საწყისი ეტაპი მწარმოებლური მეურნეობისა არამედ უკვე კარგად განვითარებული, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ვაზის დომესტიკაცია საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანმა კიდევ უფრო ადრინდელი პერიოდიდან დაიწყო.

ქართველი მეცნიერების დასკვნებს იზიარებენ უცხოელი მეცნიერებიც. პენსილვანიის უნივერსიტეტის მუზეუმის პროფესორი, ბიოქიმიკოსი და ღვინის ისტორიკოსი, პატრიკ მაკგოვერნი თავის წიგნში – „ძველი ღვინოები – მევენახეობის წარმოშობის ძიება» წერს: „არქეოლოგიური ნიმუშები და აღმოჩენები გვიჩვენებს, რომ ვაზის მოშინაურებას ადგილი ჰქონდა სამხრეთ კავკასიაში – შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის. გაკულტურებული ვაზი შემდეგ გავრცელდა ნაყოფიერი ნახევარმთვარის ჩრდილოეთით, იორდანიის ველზე, ეგვიპტეში 5000 წლის წინ».

საქართველოში ღვინის არსებობაზე წერილობითი ცნობები დაცულია ბერძნულსპარსულ და ქართულ წყაროებში.ქსენოფონტე (ძვ.. V .) წერსრომ კოლხების ღვინო „სურნელოვანი და საამო» იყოსტრაბონის (ძვ.. I .) ცნობით,იბერიაში ყურძენი ფართოდ გავრცელებული ყოფილა და ვაზის ისეთი მოსავალი მოდიოდამოსახლეობას მისისრულიად მოხმარება არ შეეძლოპროკოფი კესარიელი (VI) გვიამბობს: „მესხები შრომის მოყვარენი არიანმათბევრი ვენახი აქვთ და თავიანთი ღვინო მიაქვთ სხვადასხვა ქვეყნებში გასაყიდად«.

საქართველოში მეღვინეობის კიდევ ბევრი არქაული კვალია შემორჩენილი და ამ ნაკვალევთან ერთად, კიდევ ის ამყარებს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს პოზიციებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ვაზთან და ღვინოსთან ურთიერთობაში წყვეტა არ მომხდარა, განსხვავებით მცირე აზიისა თუ კავკასიის სხვა რეგიონებისანაგ, სადაც საუკუნეების მანძილზე არ აწარმოებდნენ ღვინოს. 

შულავერ შომუ–თეფეს პერიოდის ფაქტებიდან ყველაზე დიდ ყურადღებას ხრამის დიდ გორაზე ნაპოვნი ქვევრის ტიპის ჭურჭელი იწვევს, რომელსაც მეცინიერები ქვევრის წინაპრად მიიჩნევენ. იგი ამჟამად საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია ექსპონირებული და მსოფლიოში უძველეს საღვინე ჭურჭლად ითვლება. ექსპონატი ძვ.. VI–Vათასწლეულებს მიეკუთვნება, ანუ 8000 წლის წინანდელია. ზედაპირთან იგი შემკულია ყურძნის მტევნის სტილიზებული გამოსახულებებით. ეს საკმაოდ დახვეწილი ორნამენტები მიანიშნებენ, რომ ჭურჭელი მევენახე–მეღვინეობას უკავშირდება. 

საქართველო, რომ ვაზის მოშინაურების უძველეს კერად არის მიჩნეული თითქმის უკვე ყველა თანხმდება. აქ მცხოვრებ ადამიანს არ სჭირდებოდა ვაზის სხვა ტერიტორიიდან ჩამოტანა. ველური ვაზი სამხრეთ კავკასიაში ყოველთვის იყო. საქართველოს ტერიტორიაზე ვაზის ველური სახეობები დღესაც არის გავრცელებული. მე–20 საუკუნის 80–იან წლებიდან ტყის ვაზი საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი, როგორც სახელმწიფო დაცვის ობიექტი. ველური ვაზის პარალელურად, საქართველოში აღწერილია კულტურული ვაზის 500-ზე მეტი ქართული ჯიში. აქედან 430–მდე დღეისათვის დაცულია სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო საკოლექციო ვენახებში. 

საქართველოში ღვინო ისტორიულად არ იყო მხოლოდ დასათრობი სასმელი. მას ჯერ კიდევ წარმართული პერიოდიდან ჰქონდა რიტუალური და მისტიკური დანიშნულება. ქართველების ხალხურ სარწმუნოებაშიმევენახეობის მფარველ ღვთაებად აგუნა ანუ ანგურა იყო მიჩნეული. აგუნასათვის მსხვერპლშეწირვის რიტუალი თეატრალიზებული სახით გურიაში დღესაც კარგად არის შემორჩენილი.

ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად, როდესაც ღვინო მაცხოვრის სისხლს დაუკავშირდა, ვენახმა და ღვინომსაქართველოში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი წმ. ნინოს, რომელიც საქართველოს ვაზის ლერწებისგან შეკრული ჯვრით მოევლინა. ამ საფუძველზე დამყარებული ქვეყანა ცხადია მუდამ იქმნებოდა ღვინით უზრუნველყოფილი. მონასტრებში ყოველთვის დიდი რაოდენობით ღვინო დგებოდა და დღესაც არის ბევრ მონსატერში შემორჩენილი ძველი მარნები. ეს ყველაფერი კი იმაზე მეტყველებს რომ ქართვლი ხალხი ღვინოს წმინდა სასმელად თვლიდნენ და ხშირად წმინდანებსაც წირავდნენ. წმინდანისთვის და ეკლესიისთვის შეწირულ ღვინოს — ზედაშეს უწოდებდნენ.

რაც შეეხება თეორიას რომ მსოფიოში სიტყვა ღვინო გავრცელდა ქართული სიტყვისაგან, ამის დამდასტურებელი ფაქტებიც მრავლად მოგვეპოვება. ღვინის აღმნიშვნელ სიტყვებს თითქმის ყველა ენაში ერთი ძირი აქვს. სიტყვა „ღვინო» (ღჳნოჲგვხვდება უძველეს ქართულ წერილობით ძეგლებში და დასტურდება ყველა ქართველურ ენაში, სადაც იგი გამოითქმის ასეღვინო (ქართ.), ღვინ–ი (ზან.), ღვინ–ალ (სვან.). ვიკიპედიის მიხედვით, სხვა ინდოევროპულ და სემიტურ ენებში „ღვინო» შემდეგნაირად გამოითქმისხეთურად: «wiyan(a)», ლუვიურად: «wa/i-ya-na»,ძველ ბერძნულად: «Οíνος», ლათინურად: «vinum», სომხურად: «gini», გერმანულად: «Wein», ინგლისურად: «Wine», რუსულად და ზოგადად სლავურად: «вино», უელსურად: «gwîn», ფრანგულად: «vin», ესპანურად: «vino», იტალიურად: «vino», არაბულად: «wainun», ებრაულად: «yayin», ასირიულად: «înu». ამ სიტყვებს აერთიანებთ ერთი ძირიერთიწარმომავლობა და იმ ქვეყნიდან უნდა იყოს ყველა სხვა ენაში შესული და დამკვიდრებულისადაც ეს სიტყვა პირველად გაჩნდა. როგორც ენათმეცნიერების დიდი ნაწილი აღნიშნავს, სიტყვა „ღვინის» სემანტიკურიმნიშვნელობა მხოლოდ ქართულენაში დასტურდება და იგი სავარაუდოდ ზმნა „ღვივილიდან»არის მიღებულიამსიტყვის ფუძე — „ღვ» — წმინდა ქართულია და მრავალ ქართულ სიტყვაში გვხვდება. ღვინოსთან დაკავშირებით, მისისაწყისი ფორმა უნდა იყოს „ღვივილი«, ანუ ისრაც დუღსამოდისღვივდებაშესაბამისად – დუღილისუფროღვივილის შედეგად მიიღება. გარდა ამისა ერთი ენიდან მეორე ენაში გადასვლისას, ამა თუ იმ სიტყვას ბგერები, როგორც წესი, აკლდება. ამიტომაც „ვაინ» და „ვინო» შეუძლებელია, იქცეს „ღვინოდ». პირიქით კი სავსებით შესაძლებელია.

რაც შეეხება ქართული ღვინის შემდგომ განვითარებას არ შეიძლება არ აღვნიშნოთ რომ XIX საუკუნე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდი იყო ქართული ღვინის ისტორიაში. ამ პერიოდში ალექსანდრე ჭვაჭავაძის დიდი მონდომებით ქართული ღვინო დაუახლოვდა ევროპულ ღვინოს. ამავე პერიოდში სოფელ რუისპირში, გერმანელმა ლენცმა შექმნა ღვინის მარანი, სადაც გაშენებული იყო ქართული და უცხოური ჯიშები. განვითარდა მევენახეობაც თბილისში, მას შემდეგ რაც ქალაქის გარეუბნებში გერმანელი კოლონისტები დასახლდნენ და ქვეყანაში უცხოური ჯიშებიც შემოიტანეს.

ზოგიერთი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო, რომელიც დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს ჯერ კიდევ 19-ე საუკუნის 30-იანი წლებიდან მზადდებოდა ჭავჭავაძის მამულში. 90-იანი წლების დასაწყისში უკვე რეგულარულად გამოდიოდა ღვინოები — წინანდალი, მუკუზანი, ნაფარეული, თელიანი.

XIX სააუკუნის 70-იან წლებში ქართული ღვინო ივანე მუხრან-ბატონის მარანიდან უკვე საქართველოს ფარგლებს გარეთ გადიოდა.

XIX სააუკუნის შუა წლებიდან დაიწყო ქართული ვაზის ჯიშების მეცნიერული შესწავლა. 70-იან წლებში პარისზსა და ლონდონში გამოცემულ აღწერებში პირველად გამოჩნდა ქართული ვაზის ჯიშების დახასიათებები.

საქართველომ ძალზე მძიმედ გადაიტანა ნაცარისა და ჭრაქის დაავადებები, რომელიც XIX საუკუნის 50-იანი წლებიდან გავრცელდა და დააზარალა დასავლეთი საქართველოს მაღლარი ვენახების უდიდესი ნაწილი, ამას თან დაერთო ფილოქსერაც — რასაც მოყვა ფილოქსერაგამძლე ამერიკული ჯიშის იზაბელას გაშენება, რომელმაც სამეგრელოში მაღლარი ვენახების 75 % დაიკავა. მეღვინეობა ძირითადად რაოდენობაზე გახდა ორიენტირებული და ასეთმა დამოკიდებულებამ წლების მანძილზე ძალიან შეცვალა ქართული ღვინო.

უკვე XX საუკუნის დასასრულიდან მოყოლებული ქართული ღვინო გამუდმებით ვითარდება, ჩამოყალიბდა ასევე ბიო და ბიოდინამიკური მეურნეობაც. ქართველმა მეღვინეებმა შეაღწიეს შედარებით მკაცრ და რთულ ბაზრებზეც, როგორიც არის ევროპის, ამერიკისა და აზიის ბაზრები — საკმაოდ წარმატებულად.

უკანასკნელი წლების მანძილზე, საკმაოდ დიდი პრობლემების მიუხედავად, რაც შიდა და გარე ფაქტორებით იყო გამოწვეული, გაიზარდა მოთხოვნა მსოფლიოში ქართულ ღვინოზე. ქართულ ღვინოს აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი და წინაპირობა რომ დაიკავოს ერთ-ერთი საპატიო ადგილი მსოფლიო ღვინის ბაზარზე. პირველ რიგში ესაა ადგილობრივი უნიკალური ჯიშები, მეორე — საქართველოს ისტორიული ფაქტების საფუძველზე დაუმკვიდრდა ღვინის სამშობლოს ტიტული, რაც ქართულ ღვინოს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის უცხლოელისათვის და მესამე, რომელსაც აღნიშნავენ თითქმის ყველა ქვეყანაში, ეს არის ტრადიციული მეღვინეობა, რაც ქვევრში ღვინის დადუღებასა და დავარგებას გულისხმობს. ეს ტექნოლოგია უნიკალურია და არ არის სხვაგან არც ერთ ქვეყანაში. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე სამომავლოდ კიდევ უფრო გამოიკვეთება ქართული ღვინის სახე და თანამედროვე ღვინის სამყაროში ქართული ღვინო საპატიო ადგილს დაიკავებს.

nwa.ge
agrokavkaz.ge

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ქაცვი — დახასიათება, გავრცელება, გამოყენება, ქაცვის პროდუქტები
113 Views

დახასიათება ქაცვი (Hippophae rhamnoides, Облепиха) არის ხშირტოტებიანი ბუჩქოვანი, ეკლიანი მცენარე, რომელიც სიმაღლით 2-4 მ-ს აღწევს. ტოტები სიმეტრიულია და ხშირად ბოლოებზე მომრგვალებული ფორმა აქვს. ქაცვის ტოტებს აქვს ყავისფერი ან მოშავო ფერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
წნორი (Salix alba L) — სამკურნალო მცენარე
1404 Views

ტირიფისებრთა ოჯახს ეკუთვნის. წნორი საკმაოდ დიდი, 25-30 მ სიმაღლის ხეა, მუქი ნაცრისფერი, ღრმად დამსკდარი ქერქით, დაკიდული ახალგაზრდა ტოტებით და ზეაღმართული გლუვქერქიანი ძველი ტოტებით. ზედა მხრიდან პრიალა, ქვემოდან

სრულად
აგროკავკასია FB