რობოტი – სარეველების წინააღმდეგ

ავსტრიალიაში, ფერმა Gatton-ის მინდვრებზე ტესტირება გაიარა, მცნარეების სარეველებისგან და უცხო მასალებისგან დაცვის ტექნოლოგიურმა სიახლემ, რობოტმა სახელად RIPPA.

რობოტი იწონის 250 კგ-ს და მუშაობს მზის ბატარეებზე, სენსორების დახმარებით RIPPA ამოიცნობს სარეველებს და უცხო მასალებს (ქვა, შუშა, ლითონი და ა.შ). დამატებით მას შეუძლია, მინდორში მიღებული ინფორმაციით განსაზღვროს მოსავლიანობა და აქვს სასუქის შეტანის შესაძლებლობა.

რობოტის პროექტირება და შექმნა, ავსტრალიიის ინოვაციური მებაღეობის ორგანიზაციის ინიციატივით განხორციელდა. პროექტი ფინანსურად უზრუნველყვეს დარგობრივმა კომპანიებმა  და ავსტრალიის ხელისუფლებამ.

ფერმა Gatton-ის თანამფლობელის, ფერმერი დენ ხუდის თქმით, სარეველების კონტროლი ძალიან რთული პროცესია, ითხოვს დიდ დროს და ფინანსურ რესურსს, ძვირია სპეციალისტის დაქირავებაც, მაგრამ კარგი მოსავლის მიღება სხვანაირად შეუძლებელია.

ფერმერი იმედს გამთქვამს, რომ RIPPA ამ რთული ამოცანის გადაწყვეტის საშუალება იქნება.

„ესეთ ავტონომიურ სისტემას შეუძლია, იმუშავოს ფერმერისთვის მისაღებ ნებისმიერ დროს, ამასთან მისი მონაცემები უაღრესად ზუსტი იქნება, აქედან გამომდინარე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტესტირებაში მონაწილეობის მიღება“ – ამბობს დენ ხუდი.

თქვენი რეკლამა