ქლოროფიტუმი საუკეთესო მცენარეა ოთახში ჰაერის გასაწმენდად

1058 Views

ქლოროფიტუმი (ლათ. Chlorophytum, ინგ. Spider plant) საკმაოდ უპრეტენზიო მცენარეა, მისი მოვლა მოყვარულ მებაღესაც არ გაუჭირდება, ამასთან ის საუკეთესოა ოთახში ჰაერის გაწმენდის თვალსაზრისით.

მეცნიერები ოთახში ჰაერის გასაწმენდად სხადასხვა ცდებს და კვლევებს ატარებდნენ. მაგ. სპეციალურ კამერაში (მცირე ზომის სათავსში) სხვადასხვა სახეობის მცენარე მოათავსეს, კამერაში შეუშვეს ჰაერის დამაბინძურებელი აირები, შემდეგ გაზომეს მცენარეთა მიერ შთანთქმული აირების რაოდენობა და გამოავლინეს ყველაზე „მშრომელი“ მცენარე.

ცდების შედეგად გაირკვა, რომ ერთი მოზრდილი ქლოროფიტუმი დღე-ღამის განმავლობაში ოთახში ჰაერს მთლიანად ასუფთავებს მავნე მინარევებისგან.

ჩვენს პირობებში (არ ვართ შეძლებული ქვეყანა) ბინების უმრავლესობაში გაზის ქურები გამწოვის გარეშე აყენია, გაზის წვა აბინძურებს ჰაერს, რაც ვნებს ჯანრთელობას. ამიტომ კარგი იქნება სამზარეულოში ქლოროფიტუმის განთავსება.

ქლოროფიტუმის შესახებ

ქლოროფიტუმი თავს ყველაზე კარგად განათებულ ან ოდნავ დაჩრდილულ ადგილზე გრძობს, ჩრდილს უძლებს, მაგრამ ფოთლები მკვეთრ ფერს კარგავს. მცენარე რამდენიმე საათის განმავლობაში იტანს მზის პირდაპირ სხივებს.

ნიადაგი: ქლოროფიტუმი იზრდება თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე.

ტემპერატურა: ზომიერი, ზამთარში +100C, +140C, მცენარეს გარკვეული ხნით შეუძლია +80C-ზე გაძლებაც. ზაფხულში: +150C, +220C.

მორწყვა: გაზაფხულზე და განსაკუთრებით ზაფხულში უხვი მორწყვა სჭირდება, ზაფხულში დაუნამეთ ფოთლებიც. ზამთარში შეამცირეთ მორწყვა.

კვება: გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში თვეში ერთხელ, გამოკვებეთ ორგანული ან მინერალური სასუქით.

ჰაერი, გაწმენდა

ქლოროფიტუმი არ მოკვდება არასასურველ პირობებში, მაგრამ ეს აუცილებლად აისახება მის გარეგნულ მდგომარეობაზე.

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ლიახვის ნაკრძალი — ბიომრავალფეროვნება
345 Views

ლიახვის ნაკრძალი ფლორა   ლიახვის ნაკრძალში დაცულია აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთული კალთებისათვის დამახასიათებელი მთისა და მაღალმთის მცენარეულობა: ტყის ზედა სარტყელში გავრცელებულია წიფლნარი, ქვედა სარტყელში

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ბაბუაწვერა — სამკურნალო მცენარე, ნაყენის რეცეპტი
2353 Views

ბაბუაწვერა (ლათ.Taraxacum officinale Wigg) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, სიმაღლით 5-50 სმ. მთავარღერძიან ფესვთა სისტემას აქვს კარგად განვითარებული მთავარი ფესვი, სიგრძით 60 სმ-მდე. დიამეტრით 2 სმ-მდე. სხვადასხვა

სრულად
აგროკავკასია FB