ყავა და ღვეზელები შემკვეთს დრონით მიუტანეს

264 Views Comment Off

აშშ-ს მაცხოვრებლებს მომავალში შესაძლებლობა ექნებათ, სასმელები და პროდუქტები სახლში დრონებით მიიღონ. პირველი (სატესტო) მიტანა უკვე განხორციელდა.

მაღაზიათა ქსელმა, 7 eleven-მა სტარტაპ Flirtey-თან დაიწო დაიწყო თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც ნევადის შტატში, დრონმა Flirtey-მ მომხმარებელს, ყავა, ღვეზელები, ქათმის სენდვიჩები, ნამცხვრები და გამაგრილებელი სასმელები მიუტანა.

7 eleven-ის მაღაზიიდან-მყიდველის სახლამდე დრონმა 1.5 კმ. იფრინა, გამოყენებული იქნა GPS სისტემა.

იმ ინფრასტრუქტურის შემუშავება, რომელიც შეკვეთის დრონით მიტანას გახდის შესაძლებელს, მრავალი საცალო ვაჭრობის ქსელის მიზანს წარმოადგენს, მათ შორის არიან Amazon და Walmart.

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ დიდი გზაა, დრონებით შეკვეთების მიტანის სისტემის ჩამოყალიბებამდე.

კომპანია 7 eleven-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გააგრძელებენ სტარტაპთან თანამშრომლობას, თუმცა არავითარი კონკრეტული თარიღები არ დაუსახელებიათ.

ფოტო: Flirtey/7-Eleven

გაუზიარეთ მეგობრებს
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
მებაღეობით გატაცებული ხელოვანის ფერმერული გზა
949 Views

კახეთში ვიყავით ზეთისხილის ნერგების სანახავად. ჩვენი ექსკურსიამძღოლი (დავარქვათ ასე) კახელი გახლდათ, ხელისგულივით ვიცნობ მთელ კახეთსო და ჩვენც დაკარგვის არ გვეშინოდა. თბილისიდან კახეთამდე დიდი გზა გვედო, ჰოდა საუბრისას აღმოვაჩინე, რომ კახეთში, ჩვენს გიდთან სტუმრობისას ოჯახის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ქლიავი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
71 Views

ქლიავი (Prunus domestica) – სამკურნალოდ გამოიყენება ნედლი ნაყოფი, ფოთოლი და ჩირი. თავისი კვებითი ღირებულების წყალობით, ქლიავი ნერვულ სისტემას ამაგრებს და ტვინის მუშაობას აუმჯობესებს. ორგანიზმს წმენდს და მის ვიტამინურ მარაგს ავსებს. ქლიავი თავისი დიდებული ბიოლოგიური თვისებებით ფართოდ

სრულად
აგროკავკასია FB