სამცხე-ჯავახეთის სმ საკონსულტაციო სამსახურების საკონტაქტო ინფორმაცია

2013 წლიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები ფუნქციონირებს.

ამ სამსახურების საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს ფერმერთა ცოდნის ამაღლება სავარგულების დამუშავების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის, ცხოველთა მოვლის, თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებებით.

საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ძირითადი ფუნქციები:

  • სოფლის მეურნეობის სექტორში წარმოებისა და მომსახურების შესაძლებლობების გაზრდა, მათი განვითარებისა და განხორციელების ხელშეწყობა;
  • სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის, დარგის განვითარების სტრატეგიისა და მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება;
  • სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოვლენილი პრობლემებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ინფორმირება;
  • სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტებში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული მოსახლეობის აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა;
  • სასოფლო-სამეურნეო მონაცემთა ბაზის შექმნა;
  • მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიურ პროცესებზე, მოსავლის აღებისა და აღებული მოსავლის შენახვის პირობებსა და ვადებზე, მექანიზაციის რაციონალურ გამოყენებაზე კონსულტაციების გაწევა;
  • სასოფლო-სამეურნეო კულტურების განაშენიანება-მოვლის თანამედროვე აგროტექნიკური მეთოდების პოპულარიზაცია და დანერგვის ხელშეწყობა;
  • ბაზარზე არსებული სათესლე და სარგავი მასალების შესახებ ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მათი სპეციფიკაციის მიხედვით დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციების გაწევა;
  • ბაზარზე არსებული მცენარეთა დაცვის საშუალებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დაინტერესებული პირებისათვის მათი გამოყენების მართებული მეთოდების შეთავაზება;
  • ცხოველთა მოვლა-მოშენების თანამედროვე მეთოდების და ტექნოლოგიების პოპულარიზაცია მათი დანერგვის მიზნით;
  • საძოვრების რაციონალური გამოყენების მიზნით დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციის გაწევა;
  • კანონმდებლობით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტებში სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო საქმიანობის კომისიებში და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, სოფლის მეურნეობის ცალკეულ დარგებსა და სფეროებში შექმნილ საგანგებო სიტუაციათა ანალიზი და შეფასება.

სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების საკონტაქტო ინფორმაცია – სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.

იხილეთ აგრეთვე: სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო სამსახურები – გურია, აჭარა

თქვენი რეკლამა