სექტემბრის თვეში სურსათის ფასების ინდექსი გაიზარდა

სურსათი, ფასები

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსის ზრდა სექტემბერში, მცენარეული ზეთის ფასმა განაპირობა.

გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სურსათის ფასების ინდექსმა სექტემბერში 178.4 ქულა შეადგინა, რაც 0.8 პროცენტით მეტია აგვისტოს ინდექსზე და 4.3 პროცენტით მეტი – გასული წლის იგივე თვესთან შედარებით.

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი, ეყრდნობა საერთაშორისო ფასებს სამომხმარებლო კალათის ხუთ ძირითად პროდუქტზე: მარცვლეულზე, შაქარზე, მცენარეულ ზეთზე, ხორცსა და რძეზე.

FAO -ის მცენარეული ზეთის ფასების ინდექსი 4.6%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად პალმის, ასევე, სოიოს, რაფსის და მზესუმზირის ზეთის ფასების ზრდამ განაპირობა.

აგვისტოსთან შედარებითასევე 2.1%-ით გაიზარდაFAO-ს რძის პროდუქტების ფასის ინდექსი. ფასის ზრდა ევროპაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში კარაქისა და ყველის მიწოდების შემცირებამ განაპირობა.

ამ თვეში FAO-ის მარცვლეულის ფასების ინდექსი 1%-ით  შემცირდა, რაც დიდწილად მოსავლის კარგმა პროგნოზმა განსაზღვრა. ამ სეზონზე FAO-ს პროგნოზებით, მსოფლიოში რეკორდული რაოდენობის მარცვლეულის მოსავალი უნდა მოვიდეს.

შაქარსა და ხორცზე სექტემბერში ფასები არ შეცვლილა.

თქვენი რეკლამა