Dolce&Gabbana-ს მაკარონის კომპლექტი – 95 ევროდ გაიყიდება

მოდის სახლმა Dolce&Gabbana გადაწყვიტა დაამტკიცოს, რომ მის დიზაინერებს შეუძლიათ ყველაფრის „შემოსვა“ და მათ შორის კვების პროდუქტებისაც.

Dolce&Gabbana-მ საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა, ახალი პროდუქციის ფოტოები და აღწერა. ანოტაციაში მოდის სახლი მომხმარებლებს სთავაზობს შეიძინონ მაკარონის და საწებლის სხადასხვა კომპლექტი და ამით გააკვირვონ სტუმრები.

პროდქციის შეფუთვა ძალიან ლამაზია, ზოგიერთი მათგანი მოხატულ ყუთებშია განთავსებული,  კომპლექტში საკვებთან ერთად Dolce&Gabbana-ს წინსაფარიც შედის.

იტალიაში კომპლექტის შეძენა, ნეაპოლის და ბოლონიის რამდენიმე სავაჭრო ცენტრში იქნება შესაძლებელი, დიდ ბრიტანეთში კი ჰიპერმარკეტ Harrods-ში, რომელიც მაღალი ფასებითაა ცნობილი.

საწებელი დამზადდა იტალიურ მწარმოებელ Pastificio Di Martino-სთან თანამშრომლობით.

Dolce&Gabbana-ს დიზაინერული საკვები კომპლექტი, შეზღუდული რაოდენობით გამოვა და საშობაოდ გაიყიდება.

კომპლექტის ფასი დაახლოებით 95 ევრო იქნება.

თქვენი რეკლამა