ქართული ღვინის მორიგი წარმატება-ჰონგ-კონგის საერთაშორისო კონკურსში

26 Views Comment Off

ჰონგ-კონგის ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსში „The Cathay Pacific Hong Kong International Wine & Spirit Competition“ 19 სახეობის ქართული ღვინო და სპირტიანი სასმელები სხვადასხვა მედლებით, მათ შორის, 2 ოქროს მედლით დაჯილდოვდა. ოქროს მედლებით კომპანია „ჩელთის“ – „ჩელთი 2008“ და KTW-ს „საფერავი მუსკატი 2012“ დაჯილდოვდა. (სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულში)

აღნიშნული კონკურსის შედეგები ჰონგ-კონგში გამართული საერთაშორისო გამოფენის „HKTDC — Hong Kong International Wine and Spirits Fair 2014”-ს ფარგლებში გახდა ცნობილი. კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ ცნობილი ღვინის პროფესიონალები ჩინეთიდან, სინგაპურიდან, იაპონიიდან, კორეადან, ტაივანიდან და ინდოეთიდან. ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი იყო.

აღნიშნული კონკურსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა ღვინის ხარისხის აღიარებისთვის არა მარტო აზიაში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით.

ეს წარმატება ქართული კომპანიებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის, ასევე საექსპორტო ბაზრის გაფართოებისთვის ჩინეთში და მთლიანად აზიის ბაზარზე.

ღვინის ეროვნული მხარდაჭერით არაერთ ქართულ კომპანიას ეძლევა საშუალება, რომ საკუთარი პროდუქცია მსგავს კონკურსებსა და გამოფენებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარადგინოს.

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
აგროსფერო
კლაასი
კლაასი
თქვენი სარეკლამო ბანერი
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
Georgian Dairy
აგრორჩევები
აგროკავკასია FB