ქართული ღვინის კომპანიები საექსპორტო ბაზრებს აფართოებენ

12 Views Comment Off

ღვინის კომპანიები მომავალ წელს საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავენ. „თბილღვნოს» დირექტორი რადიო „კომერსანტთან» აცხადებს, რომ ექსპორტის ზრდა ძირითადად აზიის ბაზრებზე მოხდება.  გიორგი მარგველაშვილის თქმით, მომავალ წელს «თბილღვინო» პროდუქციას პირველად გაიტანს ავსტრალიაში, პანამასა და კუბაშიც.

მარგველაშვილი ამბობს, რომ რუსეთის ბაზარზე პროგნოზები არაოპტიმისტურია რაც გამოწვეულია ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური მდგომარეობით. მარგველაშვილის თქმით,  რუსეთში ექსპორტის წილი მთლიანი პორტფელის მხოლოდ 25% შეადგენს.

რაც შეეხება ევროკავშირს «თბილღვინოს» დირექტორი ამბობს, რომ საკმაოდ სტაბილური ბაზარია თუმცა წლიდან წლამდე მნიშვნელოვან ზრდას ან განიცდის. ევროკავშირი გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილური ბაზარია თუმცა მოკლევადიან პერიოდში მოთხოვნის მყისიერ ზრდას არ უნდა ველოდოთ.

«კახური ტრადიციული მეღვინეობას» დამფუძნებელიც ამბობს, რომ კომპანიამ ტაილანდში პირველი წარმატებილი ექსპორტი განახორციელა და მოამავლი წლისთვის კიდევ ერთ აზიურ ქვეყანაში ექსპორტის გაფართოებაზეა საუბარი თუმცა ბიზნესმენი ქვეყნის დასახელებისგან თავს იკავებს.

კომპანია „მარანი ხეცურიანის» ხელმძღვანელი განცხადებით კი კომპანიის სტრატეგია მომავალი წლისთვის აღმოსავლეთ საქართველოში დიდი სიმძლავრის მარანის მოწყობაა, მომავალ წელს იგეგემება ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების განახლებ,  ასევე ევროკავშირის ქვეყნებში, რუსეთსა და აზიაში ექსპორტის ზრდა.

ავტორი: სალომე სოსელია
commersant.ge
Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3350 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
წაბლი (Castanea Sativa Mill) სამკურნალო მცენარე
2056 Views

წაბლი — წიფლისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. წაბლი ერთ-ერთი მაღალი, 35 მ-მდე სიმაღლის ხეა, დიამეტრი კი საშუალოდ 1 მეტრამდეა, მაგრამ არც თუ იშვიათია 1,5 მ

სრულად
აგროკავკასია FB