პურის ცოცხალი ხაშის (საფუარი) მომზადება

პური, ხაში, საფუარი, პურისდედა

I დღე – დილა: ჭვავის 50 გრ.  და ხორბლის (მე წითელი დოლის ფქვილი გამოვიყენე) 50 გრ. გაუცრელი ფქვილი ჩაყარე ჯამში, დაუმატე 100 მლ. წყალი (ონკანის), მოურიე  კარგად, დააფარე თავსახური (გერმეტულად არა) და შეინახე 300 C t-ზე (გაზქურის ღუმელში ნათურა (გაზი არა) თუ ანათებს = დაახლოებით 300 Ct).

II დღე – დილა: მასა აქაფებულია, ცუდი სუნი აქვს, ე. ი. გააქტიურდნენ ბაქტერიები. (თუ ასე არ მოხდა – დატოვე სითბოში კიდევ 5 – 6 სთ.)დატოვე ჯამში 75 გრ. მასა (დანარჩენი გადააგდე), დაამატე 75 მლ. წყალი, 25 გრ. ჭვავის და 50 გრ. ხორბლის ფქვილი, კარგად მოურიე, დააფარე თავსახური (გერმეტულად არა) და შეინახე 300 C t-ზე.

II დღე – საღამო: მასა უფრო მეტად აქაფებულია, ცუდი სუნი აქვს, დატოვე ჯამში 75 გრ. მასა, დაამატე 75 მლ. წყალი, 25 გრ. ჭვავის და 50 გრ. ხორბლის ფქვილი, კარგად მოურიე, დააფარე თავსახური (გერმეტულად არა) და შეინახე 300 C t-ზე.

III დღე – დილა: მასა აქაფებულია, გაჩნდა პატარა ბუშტუკები და ისეთი ცუდი სუნი აღარ აქვს, დატოვე ჯამში 75 გრ. მასა, დაუმატე 75 მლ. წყალი, 25 გრ. ჭვავის და 50 გრ. ხორბლის ფქვილი, კარგად მოურიე, დააფარე თავსახური (გერმეტულად არა) და შეინახე 300 C t-ზე.

III დღე – საღამო: მასა აღარ ქაფდება, პატარა ბუშტუკები მეტი რაოდენობითაა, ცუდი სუნი თითქმის აღარ აქვს. დატოვე ჯამში 75 გრ. მასა, დაუმატე 75 მლ. წყალი, 25 გრ. ჭვავის და 50 გრ. ხორბლის ფქვილი, კარგად მოურიე, დააფარე თავსახური (გერმეტულად არა) და შეინახე 300 C t-ზე.

IV დღე – დილა: მასაში დუღილმა (ბუშტუკები) მოიმატა, კარგი სუნი აქვს. დატოვე ჯამში 75 გრ. მასა, დაუმატე 75 მლ. წყალი, 25 გრ. ჭვავის და 50 გრ. ხორბლის ფქვილი, კარგად მოურიე, დააფარე თავსახური (გერმეტულად არა) და შეინახე 300 C t-ზე.

IV დღე – საღამო: ინტენსიური დუღილი მიმდინარეობს, ძალიან კარგი სუნი აქვს.დატოვე ჯამში 75 გრ. მასა, დაუმატე 75 მლ. წყალი და 75 გრ. ხორბლის ფქვილი, კარგად მოურიე, დააფარე თავსახური (გერმეტულად არა) და შეინახე 300 C t-ზე.

V დღე – დილა: პურის ხაშს ძალიან კარგი სუნი აქვს. დატოვე ჯამში 75 გრ. ხაში, დაუმატე 75 მლ. წყალი, და 75 გრ. ხორბლის ფქვილი, კარგად მოურიე, დააფარე თავსახური (გერმეტულად არა) და შეინახე 300 C t-ზე.

V დღე – საღამო: დატოვე ჯამში 75 გრ. ხაში, დაუმატე 75 მლ. წყალი, და 75 გრ. ხორბლის ფქვილი, კარგად მოურიე, დააფარე თავსახური (გერმეტულად არა),  მონიშნე ჯამზე ხაშის სიმაღლე  და შეინახე 300 C t-ზე.

VI დღე – დილა: შესანიშნავი არომატი აქვს, მოცულობაში გაიზარდა თითქმის ორჯერ.

მიღებული პურის ცოცხალი ხაში შეინახება მაცივარში (საყინულეში არა) – 7 – 8 დღე; (თუ ვარდისფრად შეიფერა – აღარ ვარგა)

თუ ვერ გამოიყენებ (არ გამოაცხვე პური ამ 7 – 8 დღის განმავლობაში), პურის ხაში შეგიძლია განაახლო:

• მაცივრიდან გამოიღე, დატოვე ჯამში 75 გრ. ხაში, დაუმატე 75 მლ. წყალი და 75 გრ. ხორბლის ფქვილი, კარგად მოურიე, დააფარე თავსახური (გერმეტულად არა) და შეინახე 300 C t-ზე 4 – 5 საათი;

• განახლებული ხაში ისევ შეინახება მაცივარში (საყინულეში არა) 7 დღე.

პურის გამოცხობის დროს:

• მაცივრიდან გამოიღე 75 გრ. ხაში, დატოვე ოთახის ტემპერატურაზე ერთი საათი;

• დაუმატე 75 მლ. წყალი (ნადგამი) და 75 გრ. ხორბლის ფქვილი, კარგად მოზილე, დააფარე თავსახური (გერმეტულად არა) და შეინახე 300 C t-ზე – 7- 8 საათი. (მოცულობაში 2 -3 ჯერ უნდა გაიზარდოს).

მე პურს ვაცხობ პროპორციით  – 1 : 2 : 3+ (100 გრ. ხაში + 200 მლ. წყალი +  300+ გრ. ფქვილი).

პურს უკეთესი ფერი (მოცისფრო)  და გემო ექნება და გაცილებით დიდხანს შეინახება, მახობელის ფქვილს თუ დაამატებ (მხოლოდ 2 %-ს უფრო მეტი არ შეიძლება).

ნუკრი მემარნიშვილი

თქვენი რეკლამა