PR სამსახურის სტრატეგია ორგანიზაციისთვის

541 Views Comment Off

1. PR სტრატეგიის შემუშევება

ა) ორგანიზაციისთვის (ან PR-ის ობიექტისთვის), წარმატებული სიტუაციების და გარემოს შექმნა;

ბ) ეფექტური საკომუნიკაციო სისტემის ფორმირება საზოგადოებასთან ან მის გარკვეულ სეგმენტთან ურთიერთობისთვის;

გ) ორგანიზაციის (ან PR-ის ობიექტის) პოზიციონერება;

დ) იმიჯის შექმნა და შენარჩუნება;

ე) ორგანიზაციაზე ზემოქმედების გარეფაქტორების განსაზღვრა;

ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციის განსაზღვრა ყველა ასპექტში, დაწყებული პრობლემების კვლევით, მიზნების დასახვით და დამთავრებული პროგრამების რეალიზაციით.

2. ფუნქცია

PR სამსახურის  ფუნქციებია

ა)  ორგანიზაციასა და საზოგადოებას შორის ორმხრივ სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება;

ბ) ორგანიზაციის მასშტაბისა და რეპუტაციის გაზრდა და შენარჩუნება;

გ) ორგანიზაციის თანამშრომლების პასუხისმგებლობის ამაღლება და მათი დაინტერესებულობა ორგანიზაციის მასშტაბის და გავლენის სფეროების გაფართოებაში;

დ) პროპაგანდისტული და სარეკლამო აქციების უნარიანად დაგეგმვა;

ე) PR კონსტალტინგი;

ვ) PR საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა-საზოგადოებაზე ზემოქმედების პროგრამების შემუშავება და რეალიზაცია.

2. PR სამსახურის ამოცანები

PR სამსახურის ამოცანებია ორგანიზაციაზე (პიროვნებაზე) ოპტიმისტური შეხედულების ჩამოყალიბება, ადამიანის აღქმის თავისებურებების გათვალისწინებით და საზოგადოების დარწმუნების მეთოდებით.

ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითადი ამოცანებია:

2.1 ორგანიზაციის, როგორც საზოგადოების წევრის სახის შექმნა, იმ სოციალურ ფენასთან ფართო საკომუნიკაციო სისტემის შექმნით, რომელსაც განიხილავს მიზნობრივ აუდიტორიად;

2.2 უნდა შეიქმნას მიზნობრივი აუდიტორიის პრობლემების და მოთხოვნილებების ფაქტობრივი და სავარაუდო ჩამონათვალი და შემუშავდეს მათი გადაჭრის გზები;

2.3 კონკურენტულ გარემოში პრიორიტეტული პოზიციების განსაზღვრა;

2.4 ორგანიზაციის გავლენის სფეროების გაფართოება საზოგადოებაში;

2.5 სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულ მიმართულებებში საკუთარი პროგრამების შემუშავება და განხორციელება (ამგვარი ნაბიჯები ყოველთვის ადვილად პიარდება);

2.6 გავლენიანი და ავტორიტეტული ადამიანებისგან ორგანიზაციის მეგობართა წრის ჩამოყალიბება;

2.7 თვითონ ორგანიზაციაში კონკრეტული ფსიქოლოგიური განწყობის ჩამოყალიბება;

საერთო ამოცანების გარდა PR-ს აქვს შიდა კონკრეტული ამოცანებიც მაგ. ორგანიზაციის შიდა კომუნიკაცია, კრიზისის აცილება და ჰარმონიული ურთიერთობების ჩამოყალიბება. ამას ხელს უწყობს:

ა)  მართვის ჯგუფის წევრებისგან ინფორმაციის პერიოდული მიღება მაგ. ორ-სამ კვირაში ერთხელ;

ბ) ტრენგების ჩატარება ორგანიზაციის შიგნით;

გ) ინფორმაციის მიწოდების გამართული სქემის შექმნა;

დ) ერთგული ჯგუფების გამოვლენა (ორგანიზაციის და არა პიროვნების)

2.8 PR-ის დაგეგმვისა და პროგნოზირების მიმართულების შექმნა

ა) კონსულტაციების გამართვა გავლენიან ინსტიტუტებთან;

ბ) ორგანიზაციისთვის სამოქმედო არეალის და მთლიანად სავარაუდო მიმართულებების განსაზღვრა;

გ) პროგნოზირებად მოვლენებთან მიმართებაში სამოქმედო გეგმის განსაზღვრა;

დ) საზოგადოებრივი აზრის (მიზნობრივი აუდიტორიის) შესწავლა, მათი მოლოდინების დასაკმაყოფილებლად საჭირო მოქმედებების ან რეკომენდაციების ჩამოყალიბება;

ე)  მუდმივი დიალოგის რეჟიმის ჩამოყალიბება საზოგადოებასთან;

ვ)  მიზნობრივ აუდიტორიასთან კონფლიქტების აღმოფხვრა და არდაშვება;

ზ) პირადი და საზოგადოებრივი ინტერესების ჰარმონიაში მოყვანა;

თ) ორგანიზაციის ფინანსურ მოძლიერებაში თანამშრომლების დაინტერესება;

შეიძლება გამოიყოს სამი ძირითადი საკითხი, რომელიც ეხება PR-ს

ა)  საზოგადოების შეხედულებებისა და ქცევების განსაზღვრა და გათვალისწინება იმ ორგანიზაციის ინტერესებისა და საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რომელიც ატარებს PR კომპანიას;

ბ) ურთიერთმომგებიანი კავშირების დამყარება-ყველა კურატორულ მიმართულებას შორის, ანუ მიზნობრივი აუდიტორიის ყველა სეგმენტს შორის;

გ) საზოგადოებრივ აზრზე ან მოვლენაზე რეაგირება;

3. ორგანიზაციის ყველა რესურსის ჩართვა PR სტრატეგიაში

3.1 ორგანიზაციის ყველა შემადგენელი ინსტიტუტის ბრენდირება, შემდეგში ამ ბრენდების გამოყენება ორგანიზაციის საერთო იმიჯის ასამაღლებლად;

3.2 მიზნობრივი ჯგუფების მიხედვით ახალი ინსტიტუტების ჩამოყალიბება;

3.3 კომპლექსური პაკეტის შექმნა საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობებისთვის;

3.4 ხელმისაწვდომი მატერიალური და ინტელექტუალური რესურსის გამოყენება;

3.5 ცნობილი ადამიანების იმიჯის პირდაპირი და არაპირდაპირი გამოყენება ორგანიზაციის იმიჯისთვის;

3.6 ავტორიტეტულ ინსტიტუტებთან ერთობლივი პროექტების განხორციელება;

3.7 სოციალური პროექტების განხორციელება;

3.8 ეფექტური სარეკლამო პოლიტიკის გატარებამათ შორის (ა) პრესის ბ) სოციალურის ქსელების გ) საიტების დ) ბლოგების და ა.შ გამოყენება);

3.9 ორგანიზაციის გარკვეულ თანამშრომელთა პიროვნული იმიჯის გაძლიერება და წარმოჩენა.

4. ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური რეალობის განსაზღვრასაკუთარი აქტივობისთვის

4.1 განისაზღვროს ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა;

4.2 გაკეთდეს პროგნოზი მომავალი მდგომარეობის შესახებ;

5. შეიქმნას მიზნობრივი ჯგუფების მიახლოებითი ფსიქო-სოციოლოგიური პორტრეტი

6. გაფართოვდეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამოქმედო დიაპაზონი

6.1 მიზნობრივ აუდიტორიასა და სახელმწიფო სექტორს შორის მედიატორის როლის აღება;

6.2 მიზნობრივ ჯგუფის სხვადასხვა სეგმენტს შორის კავშირის უზრუნველყოფა;

6.3 საზოგადოებისთვის დახმარების გაწევა სოციალური პროექტების მომზადებაში;

6.4 სამოქალაქო ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა;

6.5 ახალი კონტაქტების ძიება ორგანიზაციებთან და მათი გამყარება;

6.6 მონათესავე ან კონკურენტი ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება;

6.7  სოცილოგიური და ფსიქოლოგიური ხასიათის კვლევების ჩატარება

(კვლევების შედეგების ანალიზზე დაყრდნობით უნდა შეიქმნას საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამები ამასთან პროგრამებს კონკრეტული მიზნები უნდა ჰქონდეს: საზოგადოებრივი აზრის ფორმირება ან არსებული აზრის შეცვლა უკეთესობისკენ);

6.8 საზოგადოებასთან კორპორატიული კავშირის დამყარება;

6.9 მიზნობრივ ჯგუფებში ”ჩვენი ორგანიზაციის” იმიჯის შექმნა

ა)  მიზნობრივ ჯგუფებში ლიდერების გამოვლენა და მათთან თანამშრომლობა;

ბ) კავშირების დამყარება საზოგადოებრივ ლიდერებთან, კულტურის წარმომადგენლებთან და პოპულარულ ადამიანებთან;

გ)  სპორტის პოპულარული გუნდური სახეობების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა;

დ) საყოველთაო საზოგადოებრივ მოვლენებზე მასალების მომზადება საინფორმაციო საშუალებებისთვის;

ე) მასობრივ-სახალხო ღონისძიებებში სახელობითი ჩართულობა.

7. შიდა საორგანიზაციო სამუშაოები

ა) საკადრო პოლიტიკის მოწესრიგება;

ბ) ყველა თანამშრომის მოვალეობის და პასუხისმგებლობის განსაზღვრა;

გ) შიდა კომუნიკაციის მოწესრიგება;

დ) წამახალისებელი სისტემის ჩამოყალიბება.

8. ორგანიზაციის იმიჯის ამაღლების საშუალებები

8.1 ორგანიზაციის როგორც ბრენდის პოზიციონირება;

8.2 ორგანიზაციის ცალკეული ინსტიტუტების პოზიციონირება;

8.3 ორგანიზაციის ცალკეული წევრების (ლიდერების) იმიჯის ამაღლება;

8.4 ცალკეული აქციების ხაზგასმული დაკავშირება ორგანიზაციასთან, პოზიციონირება უნდა მოხდესსხვადასხვა საშუალებებით-პარალელურად;

8.5 ორგანიზაციის სოციალური იმიჯის რეკლამირება;

8.6 ვიზუალური იმიჯი;

8.7 მიზნობრივი აუდიტორიის იმიჯის გამოყენება.

9. კორპორატიული კულტურა

კორპორატიული (ორგანიზაციული) კულტურა აერთიანებს:

საერთო ფასეულობებს, მიზნებს, მისწრაფებებს, გამოთქმულ და გამოუთქმელ ნორმებს, რომლებსაც იზიარებს ორგანიზაციის ყველა წევრი;

კორპორატიული კულტურა ეს ერთგვარი სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის ერთიანობას და წარმატებულ საქმიანობას.

10. PR-ის მიმართულებები ორგანიზაციისთვის (ერთერთი მოდელი)

1. საზოგადოებასთან ურთიერთობა;

2. პრესასთან და ტელევიზიასთან ურთიერთობა;

3. საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და სახელმწიფოსთან ურთიერთობა;

4. რეკლამა და PR-ტექნოლოგიები;

5. პროგნოზი და დაგეგმვა;

6. ორგანიზაციის შიდა ურთიერთობები.

მალზახ ხაზარბეგიშვილი

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
აგროსფერო
კლაასი
კლაასი
თქვენი სარეკლამო ბანერი
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
Georgian Dairy
აგრორჩევები
აგროკავკასია FB