პომიდვრის სასარგებლო თვისებები, მიირთვით მეტი პომიდორი!

პომიდორი, ხალხური, მედიცინა

პომიდვრის სამშობლოა სამხრეთ ამერიკა. ევროპაში იგი კოლუმბმა შემოიტანა, სადაც თავდაპირველად მოჰყავდათ როგორც დეკორატიული მცენარე.

შემადგენლობა

პომიდვრის ნაყოფი შეიცავს 85-96% წყალს და 3,5-10,5% მშრალ ნიფთიერებებს, რომელთა შორის არის ცილები (0,75-0,95%), ნახშირწყლები (1,7-6,4%), C ვიტამინი (15-40 მგ) და კალიუმი (316 მგ-მდე).

პომიდორი ვიტამინების ნამდვილი საბადოა, იგი შეიცავს: A, B1, B2, B6, B9, C, E, K, PP ვიტამინებს და  ბეტა კაროტინს, ვაშლის, ლიმონისა და ღვინის ორგანულ მჟავებს.

დაბალკალორიულია — 100 გრამი 23 კკალ-ს შეიცავს.

პომიდვრის სასარგებლო თვისებები

ჩვეულებრივ როცა ლაპარაკია პროდუქტის სარგებლიანობაზე, იგულისხმება, რომ სამკურნალო ეფექტი მიიღება მისი ცოცხლად მიღების შემთხვევაში, პომიდორი კი კონსერვირებულიც სასარგებლოა. მაგალითად დამჟავებული (ძმრის გარეშე) მწვანე პომიდორი, თითქმის ყველა იმ სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს, რაც ცოცხალ პომიდორს აქვს.

პომიდვრის წვენის ხშირი გამოყენება ამცირებს ტრომბოზის, ნაწლავის გაუვალობას, ვარიკოზის რისკს.

თუ პომიდორს ხშირად მიირთმევთ, სიმსივნური დაავადება ნაკლებად დაგემუქრებათ, რაც პომიდვრის შემადგენლობაში შემავალი ლიკოპენისა და კაროტინოიდების დამსახურებაა.

პომიდორი შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტს – ლიკოპენს (პიგმენტი, რომელიც პომიდორს წითელ ფერს აძლევს), ლიკოპენი მეტად მნიშვნელოვანია სიცოცხლისთვის საშიში ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, როგორებიცაა: პროსტატის, სწორი ნაწლავის, მკერდის და ყელის ავთვისებიანი სიმსივნე;

ლიკოპინის შეთვისება უკეთესად ხდება პომიდვრის თერმული დამუშავების შემდეგ.

ლიკოპენს ცხიმებთან ერთად უკეთ ითვისებს ორგანიზმი, ამიტომ სასურველია, პომიდორი მცენარეულ ცხიმთან ერთად მიირთვათ.

პომიდორი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლასა და საჭმლის მონელებას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას და ზრდის ჰემოგლობინის დონეს.

B ჯგუფის ვიტამინების წყალობით პომიდორი აუმჯობესებს სახის კანის ფერს, აფერხებს ნაოჭების წარმოქმნას და საერთოდ გამაახალგაზრდავებლად მოქმედებს კანზე.

პომიდორში შემავალი პექტინი ორგანიზმიდან წიდისა და სხვა მავნე ნივთიერებების გამოდევნას უწყობს ხელს.

პომიდორს საუკეთესო ნატურალური ანტიდეპრესანტია მასში შემავალი სეროტონინი ამაღლებს გუნება-განწყობილებას.

პომიდვრის უკუჩვენებები

პომიდორი ერთ-ერთი ძლიერი ალერგენია, ამიტომ ვისაც საკვების მიმართ ალერგია ახასიათებს სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

პომიდორს უნდა მოერიდეთ თუ თირკმლის მწვავე პათოლოგიით ხართ დაავადებული.

პომიდორი მავნებელია ნაღველკენჭოვანი დაავადების მქონე პირებისთვისაც, რადგან ნაღვლის დენას აძლიერებს და ხელს უწყობს კენჭების გადაადგილებას.

ზომიერებაა საჭირო გასტრიტის, პანკრეატიტის და კუჭის წყლულის დროს.

სახის ნიღაბის რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 1 ცალი მწიფე პომიდორი;
  • 1 სუფრის კოვზი შვრიის ბურღული;
  • 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი.

ბლენდერში გაატარეთ პომიდორი და შვრია, დაამატეთ ლიმონის წვენი, კარგად მოურიეთ და თხელ ფენად დაიდეთ სახეზე. ნიღაბი გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ.

ხალხური რეცეპტები გამოიყენეთ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

თქვენი რეკლამა