ფერმერული ბაზრები — ამერიკის შეერთებულ შტატებში

807 Views

აშშ-ში ფერმერული ბაზრები ყველა დიდი ქალაქშია, ისინი ღიაა პარასკევს და შაბათს, ამასთან ამ ბაზრებში პროდუქტის გაყიდვა მხოლოდ ფერმერებს შეუძლიათ.

ესეთი ბაზრები დიდი პოპულარობით სარგებლობს აშშ-ს მოსახლეობაში, რადგან მოდაშია მოძრაობა „შეიძინე ადგილობრივი“.

ფერმერული ბაზრები ამ ქვეყნისთვის სიახლე არ გახლავთ, პირველი ასეთი ბაზარი, პენსილვანიის ქალაქ ლანკასტერში ჯერ კიდევ 1730 წელს გაიხსნა, სადაც ადგილობრივი ფერმების პროდუქტების რეალიზაცია დღემდე ხდება.

ყველაზე მეტი ფერმერული ბაზარი (100-ზე მეტი) ნიუ-იორკშია, მეორე ადგილზეა ლოს-ანჯელესი (90-ზე მეტი).

ვაშინგტონში, სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს (USDA) ორგანიზებული აქვს საკუთარი ფერმერული ბაზარი, რომელიც 21 წელია ფუნქციონირებს და ღია ყოველ პარასკევს. ამ ბაზარზე პროდუქტის შეტანის პირობები მარტივია: უნდა იყოთ ფერმერი, გაყიდოთ საკუთარი პროდუქტი, რომელიც მოყვანილია ვაშინგტონიდან 200 მილის (321კმ.) რადიუსში.

აშშ-ში ყველაზე დიდი ფერმერული ბაზარი, უისკონსინის (ინგლ. Wisconsin) შტატის დედაქალაქ მედისონშია (ინგლ. Madison), ეს ბაზარი (Dane County Farmers Market) 45 წელია ფუნქციონირებს. აქ ყოველ შაბათს 300-ზე მეტი ფერმერი ჰყიდის საკუთარ პროდუქციას.

მედისონის ბაზარში, ფასები უფრო მაღალია ვიდრე მაღაზიებში, მიუხედავად ამისა აქ დღეში 20 000-მდე მომხმარებელი მოდის. ამ მაჩვენებლით მედისონოის ბაზარი პირველი არ არის, ნიუ-იორკის Union Square Farmer’s Market-ს 60 000 ადამიანი სტუმრობს დღეში, თუმცა აქ ფერმერთა რაოდენობა ნაკლებია (160).

სულ აშშ-ში 10 000-ზე მეტი ფერმერული ბაზარია, თუ არ ჩავთვლით გზისპირა კარვებს, სადაც ასევე იყიდება ფერმერული პროდუქტი.

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ფერმერები სარწყავი წყლის მისაღებად ნისლს აგროვებენ
1289 Views

პერუს მაღალმთიანეთში მცხოვრები ფერმერები, სარწყავი წყლის მისღებად ნისლს აგროვებენ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად, აქაური ფერმერები ძირითადად კვირაში სამჯერ მოტანილი წყლის იმედად იყვნენ, ეხლა კი თვითონ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
მრავალძარღვა — უძველესი სამკურნალო მცენარე, რეცეპტები
3606 Views

მრავალძარღვა (ლათ. Plantago major) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან. ფესურა მოკლეა, სქელი, ვერტიკალური, ყოველი მხრიდან წვრილი ფუნჯა ფესვებით ფოთლები ქმნიან როზეტს, რომლის ცენტრიდან ამოდის უფოთლო

სრულად
აგროკავკასია FB