ფერმერები სარწყავი წყლის მისაღებად ნისლს აგროვებენ

883 Views Comment Off

პერუს მაღალმთიანეთში მცხოვრებმა ფერმერებმა, სარწყავი წყლის მისღებად ნისლის შეგროვება დაიწყეს.

სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად ბოლო დრომდე, აქაური ფერმერები კვირაში სამჯერ მოტანილი წყლის იმედად იყვნენ, ეხლა კი თვითონ აგროვებენ წყალს ნისლისგან.

ნისლისგან წყლის მიღების ტექნოლოგია უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია რაც აქტიურად განიხილება, წარმოიდგინეთ რა ძნელია იყო ფერმერი იქ სადაც არა თუ სარწყავი, არამედ სასმელი წყლის დეფიციტია.

farm_nisli_wyali_57330034430303475551

ტექნოლოგია მარტივია, მასში გამოიყენება: პოლიმერის ან ლითონის ბადის პანელები, რომლებიც „იჭერენ“ ნისლს, შემდეგ კი წყლის წვეთები ცვივა პანელის ქვემოთ განთავსებულ თავღია მილში, საიდანაც ის გროვდება ჭურჭელში.

peru_nisli_wyali_40035344303037741

ცდებმა აჩვენა, რომ ამ ტექნოლოგიით წყლის მისაღებად, ყველაზე ეფექტური უჟანგავი ლითონის მავთულის (ადამიანის თმაზე 3-4 ჯერ მსხვილი) ბადეებია, რადგან წვეთები ადვილად სცილდება მავთულის ზედაპირს და ცვივა მილში.

peru_nisli_farm_3000233320205771

პერუელი ფერმერები ბადე-პანელების გამოყენებით, დღეში ცისტერნებში აგროვებენ 200-400 ლიტრ წყალს, შემდეგ რწყავენ საკუთარ ბოსტნებს, რომლებიც განლაგებული შემგროვებელი სისტემების ქვევით.

ამ ტექნოლოგიის გამოყენება ყველგან შეიძლება, სადაც ნისლია და წყლის ნაკლებობა.

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB