ორგანული ფერმა ნიუ-იორკის საცხოვრებელ კომპლექსში

415 Views

ნიუ-იორკში 900 ბინიან საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე, განთავსებულია ორგანული ფერმა Empress Green.

კომპანია Urby Staten Island-ის დეველოპერები, სხვა მსგავსი პროექტებისგან განსხვავებით შიდა ბასეინის ან პრესტიჟული ლოკაციის ნაცვლად, საცხოვრებელი კომპლექსის PR-კამპანიისთვის ორგანულ ფერმას იყენებენ.

ორგანულ ფერმა მიწისქვეშა ავტოფარეხის თავზე გაშენდა, პროექტის ავტორები სიამაყით ყვებიან მასზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ ფერმას უძღვებიან.

Empress Green-ს ზარო ბეიტსი და მისი მეუღლე უვლიან, წელიწადში მათი ხელფასი 15 000-20 000 დოლარს შეადგენს, ბონუსის სახით კი მათ დეველოპერებმა უფასოდ გადასცეს ბინა.

sakhli_kompleqsi_40049455511194555575

ორგანულ ფერმაში, დაწყებული მდოგვიდან დამთავრებული ბროკოლით 50-მდე სახეობის კულტურა მოჰყავთ. ფერმერები პროდუქტებს ადგილობრივ რესტორნებს აბარებენ, გარდა ამისა აწყობენ ყოველკვირეულ გაყიდვებს ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და სხვა მსურველებისთვის.

CiTili_niuorki_5202933553733301117

ფერმა ყოველთვის ღიაა სტუმრებისთვის.

ზარო ბეიტსის თქმით, პროექტის შემუშავებასა და განხორიელებასთან ერთად, მთავარი სირთულე პირველი მომხმარებლების მოძებნა იყო, თუმცა ეხლა ფერმას საკმარისად ჰყავს მომხმარებლებიც და ბოსტნის მოვლაში დამხმარეებიც.

oraganuli_ferma_ezoshi_300035374444095

ფერმის მმართველი თვლის, რომ ეს კარგია იდეა არამარტო ახალი კომპლექსებისთვის, არამედ ძველი შენობების ტრანსფორმაციისთვისაც.

119Shares
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB