ორგანული (ბიო, ეკო) პროდუქტების ერთობლივი შესყიდვები

ორგანული, ბიო, პროდუქტები

ორგანული (ბიოლოგიურად სუფთა) პროდუქტების პოპულარობის ზრდის ფონზე, იზრდება ადგილობრივ ფერმერებთან პირდაპირი კავშირების საჭიროება.

ხშირად მომხმარებელისთვის ძნელია ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა პროდუქტზე, გარდა ამისა სიძნელეს ქმნის რაოდენობაც.

თუ მომხმარებელს, გარკვეული სახის სუფთა პროდუქტის მცირე რაოდენობით შეძენა სურს, აზრს კარგავს ათეულობით (და მეტ) კილომეტრზე ტრანსპორტრება, რადგან პროდუქტის ფასი უკვე საკმაოდ ძვირი გამოდის.

ამ და სხვა პრობლემების გადალხვა საფრანგეთში შესაძლებელია სერვისით La Ruche qui dit Oui (ფუტკარი, რომელიც ამბობს კი).

ეს არის პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას აძლებს მომხარებელს ერთობლივი შესყიდვები გააკეთონ-ადგილობრივ ფერმერებთან. ამგვარად მომხმარებელი იღებს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტს და ამასთან აძლიერებს ადგილობრივი წარმოებას.

გარდა ამისა მომხმარებელისთვის ცნობილია თუ ვის მიერ და სად არის ნაწარმოები პროდუქტი, რომელიც მან შეიძინა.

როგორ მუშაობს სერვისი

სერვისში შარშან უკვე  700 „სკა“ იყო. სკა-ეს არის ორგანული პროდუქტის შეძენით დაინტერესებული მეზობლების გაერთიანება, რომელთაც სურს პროდუქტის შესყიდვა ადგილობრივი ფერმერებისგან – ტრადიციული შუა რგოლის გვერდის ავლით.

„სკის“ შექმნა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს.

ყოველი კვირის განმავლობაში, სკის წევრებს თავისუფლად შეუძლიათ შეუკვეთონ ასობით სახის ორგანული პროდუქტი (ხილი, ბოსტნეული, ხორცი, რძე, ყველი და ა.შ), რომელსაც სთავაზობენ მათ ფერმერები სერვისის დახმარებით.

„სკის“ ლიდერი უკავშირდება ადგილობრივ მწარმოებლებს და აწვდის მათ სკის წევრების მოთხოვნას პროდუქტებზე და თუ რაოდენობა აღწევს აუცილებელ მინიმუმს – შეთანხმება ძალაში შედის. შეკვეთის მიწოდება ხდება სასურველ ადგილზე.

ფერმერები აწესებენ საკუთარ ფასებს, მომხმარებელმა იცის ვისგან ყიდულობს პროდუქტს. მარჟა რომელიც შეადგენს 15.8%-ს (ჩვეულებრივ ეს 40% -ია), ნაწილდება სერვისსა და სკის ლიდერს შორის.

სერვისის საიტია: laruchequiditoui.fr

საფრანგეთის შემდეგ სერვისი დაინერგა ევროპის სხვა ქვეყნებში: ბელგია, გერმანია, შვეიცარია, იტალია, ესპანეთი და სხვა.

საქართველოშიც გვჭირდება მსგავსი სერვისი!
La Ruche qui dit Oui – ფუტკარი, რომელიც ამბობს კი!

„აგროკავკასია“ გისურვებთ წარმატებებს!

თქვენი რეკლამა