Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს

ჩურჩხელა

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა – ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა organic life საკუთარ მკითხველს.

ჩურჩხელის შესახებ, ამერიკელებს, ჟურნალისტი ბენჟამინ კემპერი უზიარებს შთაბეჭდილებებს და დამზადების რეცეპტსაც სთავაზობს.

გაიცანით ჩურჩხელა, სახლში დამზადებული ენერგიის ულევი წყარო, რომელიც ომში ჯარისკაცების საიმედო საკვები იყო.

როდესაც საქართველოში დაუსრულებელი საკვები ბაზრიდან თავის დაღწევასა და გასვლას ვცდილობდი, უცნაური პროდუქტი მომხვდა თვალში. ძეხვი იყო, სანთელი? იქნებ დიდი ფანქარი?

დახლისკენ მივემართებოდი და ჩემი სხეულის ენა უცხო პროდუქტზე თავისთავად სვამდა კითხვას, „რა საკვებია?“ პასუხი ხმამაღალი, მჭახე ხმოვნებით გამცეს: „ჩურჩხელა!“ და პატარა ნაჭერი უკვე ჩემს ხეილსგულზე იყო. გავსინჯე. ეს იყო უფრო მეტად ხილის გემო, ხრამუნა და სქელი ვიდრე შოკოლადი – ყველაფრისგან განსხვავებული, რაც აქამდე გამესინჯა, მოხიბლული (გამოჭერილი) ვიყავი!

ჩურჩხელა ქართული ტკბილეულია, რომელიც ნიგოზის (თხილისა) და ყურძნის წვენისგან მზადდება. რამდენიმე დღით მზეზე გაშრობის შემდეგ, პატარა ნიგოზის (თხილის) მძივის ირგვლივ მშრალი მასა ბრწყინვალებას იძენს, იქმნება მდგრადი კონსტანციის პროდუქტი, რომელიც შესაძლოა თქვენი საყვარელი ნუგბარი გახდეს.

ძეხვეულის ფორმის ტკბილეული ნოყიერი, სასარგებლო ნივთიერებებით გაჯერებული პროდუქტია. ენერგიის მდიდარი წყარო – რაც ანტიოქსიდატური ყურძნის წვენის და ანთების საწინააღმდეგო ნიგვზის დამსახურებაა – ქართველი მეომრები სამხედრო მანევრირებისას, გრძელ მოგზაურობაში, საიმედო პროდუქტად წაიმძღვარებდნენ ხოლმე.

დღესაც კი, ქართველები მგზავრობისას ხშირად გააყოლებენ ხოლმე ხელს ჩურჩხელას. ეს ნუგბარი დიდ შრომას მოითხოვს, თუმცა, დღეს მასიურ წარმოებაში შაქრით მდიდარ ჩურჩხელასაც ხშირად ყიდულობენ. გქონდეს მდიდარი გემოვნური თვისებების საკვები და აბრეშუმის ტექსტურის ხელნაკეთი ნივთები შემდეგს მათქმევინებს: ძაფზე ნიგოზის (თხილის) ასხმისას გატარებული საათები, ჩურჩხელის ამოვლება, გაშრობა – ნამდვილად ღირს ამ ძალისხმევად.

ჩურჩხელა, ჩვეულებრივ, შემოდგომით მზადდება, რომელიც მეღვინეობისგან მიღებულ პროდუქტს მოითხოვს, მაგრამ შესანიშნავი ხარისხის ნიგოზს (თხილსა) და ყურძნის წვენს ( ჩვენ სანტა კრუზის თეთრი მოგვწონს)  სეზონურობა არ გააჩნიათ. უბრალოდ, დარწმუნდით, რომ ნიგოზი (თხილი) სათანადო ადგილას შეინახეთ, რათა არ დაობდეს, მაგალითად, მაცივარი საუკეთესო ადგილია. თუ თხილი დაზიანდა, ჩურჩხელას მომზადებამდე 20 წუთით ადრე ცივ წყალში ჩააწყეთ.

როდესაც მთავარ ტექნოლოგიას დაეუფლებით, სხვადასხვა ხილის წვენი შეგიძლიათ სცადოთ (მაგალითად, შტოში, ვაშლი, ბროწეული). თუ წვენს თავად გააკეთებთ, ბევრად უკეთესი იქნება, რადგან მასში მერქნისა და მინარევების აღმოჩენას თავიდან აიცილებთ, რომლებიც ჩურჩხელის ტექსტურაზე უარყოფითად მოქმედებენ.

შემდეგი ნაბიჯი კაკლოვნის ტიპის არჩევაა. აღმოსავლეთ საქართველოში ტრადიციული ინგრედიენტი ნიგოზი და ყურძნის შედარებით სქელი წვენია (თათარა) ხოლო დასავლეთ საქართველოში უფრო თხილს იყენებენ, ჩურჩხელაც შედარებით თხელ წვენში (ფელამუში) ივლება. (რა თქმა უნდა, ჩვენი ბევრი მკითხველი Mason-Dixon – ის გაყოლებაზე, თავგადასავლების მოყვარულია და შეიძლება ინგრედიენტი ამერიკული თხილით ჩაანაცვლოს.)

ღვინოსა და ყველთან ერთად, ჩურჩხელაც მრავალფეროვანი საკვებია, რომელიც, დღეს, როგორც ასობით წლის უკან, შეგიძლიათ თვეების განმავლობაში შეინახოთ საკვებად ვარგის პროდუქტად.

აქ მოცემულია დარას გოლდსტეინის ქართული ფესტივალიდან ადაპტირებული რეცეპტი, ჩვენ გასწავლით, როგორ მოამზადოთ ჩურჩხელა:

ინგრედიენტები:

40 კაკლის გული;
1½ ლ. თეთრი ყურძნის წვენი:
¾ ჭიქა შაქარი;
1 ჭიქა ფქვილი.

*შენიშვნა: რეცეპტი დარას გოლდსტეინის მიერ არის ადაპტირებული, ის განსხვავდება ორიგინალისგან.

მომზადება

აიღებთ 30 დიუმის სიგრძის ძაფს, რომლის ბოლოებს შეაერთებთ. ნიგოზს ბრტყელი ზურგით ზემოთ დააწყობთ, დაახლოებით 20 ცალს. შემდეგ თითოეულ მათგანს გახვრეტთ. (ნიგვზის შიდა მხარიდან გახვრეტა უფრო ადვილია, ვიდრე ბრტყელი მხარიდან.)

ძაფის ერთი ბოლო კვანძით მთავრდება, მეორე ნემსით. შემდეგ ნიგვზის ნახევარს თოკზე აასხამთ. ასხმულნოგოზს 6 ინჩის დაშორებით თოკზე თანაბარ ნაწილად გაანაწილებთ. მიიღება ორი ცალკეული, გვერდიგვერდ ჩამოკიდებული, ძაფზე ასხმული ნიგოზი.

დიდ ქვაბში მოათავსეთ ყურძნის წვენი და შაქარი. დაბალ ტემპერატურაზე მიიყვანეთ დუღილამდე. ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი და ურიეთ მანამ, სანამ შესქელებული მასა კარგად არ გაიხსნება. როდესაც ფქვილის ნახევარს აურევთ მეორე ნახევარი მთლიანად ჩაყარეთ წვენში, დუღილამდე მიიყვანეთ და თან ურიეთ. დაახლოებით 15 წუტი ადუღეთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება.

მოძებნეთ დაახლოებით 4 ინჩის სიგრძის ჯოხი და ორ სკამს შორის დადეთ. ჯოხის ქვემოთ გაზეთები დააწყეთ, რათა ჩურჩხელის წვენი იატაკზე არ დაიწვეთოს.

ნიგვზის ასხმას შუაში მოჰკიდეთ ხელი და გამზადებულ წვენში ფრთხილად ამოავლეთ, საჭიროების შემთხვევაში, კოვზი მიახმარეთ. ნელა ამოიღეთ წვენიდან და ყურადღება მიაქციეთ, რომ ნიგოზი სრულად იყოს დაფარული.

15 – 20 წუთი დაელოდეთ, რომ ამოვლებული ასხმა გაშრეს ან მყარი ფორმა მიიღოს. შემდეგ კვლავ დააბრუნეთ წვენში, რომელიც თბილად უნდა შეინახოთ და გაიმეორეთ იგივე პროცესი. კვლავ 20 წუთი ან მეტი ხანი დაელოდეთ რომ გაშრეს. (შეგიძლიათ გასაშრობად ღია ფანჯარასთან ჩამოკიდოთ, ან თუ კარგი ამინდია გარეთ, ნიავზე. )

პროცესი დაახლოებით 8 – 10 – ჯერ დაიმეორეთ, ან სანამ ნიგოზი ბოლომდე არ დაიფარება. 3 – 4 დღე დატოვეთ და როდესაც შეხებისას წებოვანი აღარ იქნება, უკვე გამშრალი ჩურჩხელა გექნებათ და შეგიძლიათ ჯოხიდან ჩამოხსნათ.

სუფრაზე მირთმევისას შეგიძლიათ მრგვალ ფორმებად დაჭრათ.

თარგმანი: მარიამ ტაკაშვილი
ავტორი: Benjamin Kemper, organic
life

თქვენი რეკლამა