ნატურალური საშუალებები ოფლის სუნის წინააღმდეგ

ნატუტრალური

ცხელი ზაფხულის დროს, როდესაც სახლიდან გასული ხართ, მოძრაობთ, ადვილი შესაძლებელია გაოფლიანდეთ, ოფლის სუნი საკმაოდ დიდი პრობლემაა, დილა-საღამოს წყლის გადავლება ამ პრობლემას ვერ ხსნის.

გთავაზობთ რამდენიმე ნატურალურ პროდუქტს, რომლებსაც ოფლის სუნის წინააღმდეგ იყენებენ.

მცენარეული ეთერზეთები

ნატურალური დეოდორანტის (დეზადორანტი) სახლის პირობებში დასამზადებლად ხშირად იყენებენ მცენარეულ ეთერზეთებს. თქვენს შეგიძლიათ შეარჩიოთ რამდენიმე მათგანი, შეურიოთ ერთმანეთში (სცადეთ სხვადასხვა ვარიანტი) და გამოიყენოთ.

ამისთვის აფთიაქებში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგი მცენარეების ეთერზეთები:

  • ფორთოხლის;
  • ბერგამოტის;
  • ფიჭვი;
  • ევკალიპტი;
  • მიხაკის;
  • კედრის და სხვა.

ჩვეულებრივ სუფთა ეთერზეთების გამოყენება სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე შესაზელად პირდაპირ არ ხდება, რადგან მათ გააჩნიათ ძალიან მაღალი კონცენტრაცია და შესაძლოა კანი გააღიზიანოს, ამიტომ საჭიროა მათი გაზავება მცენარეულ (საბაზისო) ზეთში.

შეგიძლიათ შეიძინოთ გვირილას, ნუშის, ყურძნის, ზეითუნის, სელის ან სხვა ზეთი და შეურიოთ მას ეთერზეთი ან ეთერზეთების ნარევი.

ბუნებრივ სუფთა ეთერზეთს საბაზისო ზეთთან 1:10 პროპორციით აზავებენ. ეთერზეთების უმეტესობა სათანადო მითითებას შეიცავს გაზავების და კონცენტრაციის წესების შესახებ.

მიღებული ხსნარის რამდენიმე წვეთი წაისვით იღლიებში.

ზოგადად მცენარეული საშუალებების გამოყენებისას კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან, შესაძლოა, რომელიმე მცენარის ეთერზეთის გამოყენება თქვენთვის არ იყოს მიზანშეწონილი.

გვირილა

აიღეთ 6 სუფრი კოვზი გვირილას გამხმარი ყვავილები, დაასხით 2 ლიტრი ადუღებული წყალი, გააჩერეთ ერთი საათი, გადაწურეთ და დაამატეთ 2 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა.

მიღებული ხსნარით გაიწმინდოთ იღლიები ან ჩაასხით დეოდორანტის ფლაკონში და შეისხურეთ.

ვაშლის ძმარი

ზოგადად ძმარი ოფლის სუნს ნამდვილად გააქრობს, მაგრამ არც მისი მძაფრი სუნია სასიამოვნო, ნაკლებად მძაფრია ვაშლის ძმარი, 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი გააზავეთ 70-80 გრ. წყალში და წაისვით იღლიებში.

საჭმელი სოდა

საკვები სოდის გამოყენება ამ მიზნით საკმაოდ გამოცდილი ხერხია, მწიკვით აიღეთ სოდა და წაისვით იღლიებში.

გარდა ამისა შეგიძლიათ დაამზადოთ ხსნარიც, 1 ჩაის კოვზი სოდა გახსენით ერთ ჭიქა ანადუღარ წყალში, სურნელისთვის შეგიძლიათ 2-3 წვეთი მცენარეული ეთერზეთი დაამატოთ, მაგ. ბერგამოტის ან სხვა ნებისმიერის (ფიჭვის, ფორთოხლის და ა.შ).

მიღებული ხსნარით შეიზილეთ იღლიები ან ჩაასხით დეოდორანტის ფლაკონში და შეისხურეთ.

თქვენი რეკლამა