მწყრის კვერცხი – გამოყენება და სასარგებლო თვისებები

მწყერი, კვერცხი

ჯერ კიდევ 300 წლის წინათ ჩინელი სწავლული შიგჟენ ლი რეკომენდაციას უწევდა მწყრის კვერცხს სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.

მწყრის კვერცხი საკვები ნივთიერებებისა და თერაპიული საშუალებების საკუჭნაოა.

ქათმის კვერცხთან შედარებით მწყერის კვერცხში მნიშვნელოვნად მეტია სპილენძი, კობალტი და სხვადასხვა ამინომჟავები, განსაკუთრებით ამინომჟავა თიროზინი, რომელიც დიდ როლს თამაშობს მეტაბოლიზმში და პიგმენტის ფორმირებაში, განაპირობებს კანის ჯანმრთელ ფერს. ამიტომაცაა, რომ მწყერის კვერცხი ფართოდ გამოიყენება კოსმეტიკურ მრეწველობაში.

მწყრის კვერცხში არსებულ ოვომუკოიდებს შეუძლიათ დათრგუნონ ალერგიული რეაქციები, ამიტომ მათ საფუძველზე მზადდება სამედიცინო პრეპარატი “ოვომუკოიდის ექსტრაქტი”, რომელიც გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ.

მწყრის კვერცხის მიღების შემთხვევაში გამორიცხულია ალერგია და დიათეზი. შენიშნულია, რომ მწყერის კვერცხი ამაღლებს სიცოცხლის ტონუსს.

მწყრის კვერცხი გამოირჩევა ლიზოციმის მაღალი შემცველობით, ხოლო ეს ნივთიერება, ავსებს რა ენდოგენურ მარაგს, ახდენს მიკროფლორის ნორმალიზებას. ამასთან ერთად, ლიზოციმი ხელს უშლის არასასურველი მიკროფლორის განვითარებას კვერცხში.

მწყრის კვერცხის გამოყენება ბიომრეწველობაში განპირობებულია იმით, რომ მწყერის ორგანიზმი მაღალი რეზისტენტობით ხასიათდება სხვადასხვა დაავადებების მიმართ.

კვერცხში არსებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები საშუალებას იძლევა უშიშრად მიიღონ მწყერის კვერცხი უმი სახით, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია მასში საკვები ნივთიერებების შენარჩუნების თვალსაზრისით, რომლებიც შეიძლება დაიშალოს პროდუქტის დამუშავების დროს.

ინფექციური დაავადებებისადმი მწყერის მდგრადობა საშუალებას იძლევა მისი შენახვისა, ვაქცინაციის გარეშე, ეს კი გამორიცხავს ორგანიზმში და კვერცხში სამკურნალო ნივთიერებების მოხვედრას.

მწყრის კვერცხი გამოიყენება სამედიცინო პრაქტიკაში, მასში არსებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებისა და მაღალი დიეტური თვისებების გამო. ჯერ კიდევ უძველეს დროში იცოდნენ მწყერის კვერცხის ავადმყოფთა დიეტაში გამოყენების ეფექტურობის შესახებ.

100 გრამი მწყრის კვერცხი 168 კკალ-ს შეიცავს.

შემადგენლობა: ცხიმი (13,1 გ), ცილა (11,9), A და B ჯგუფის ვიტამინები, აღსანიშნავია, რომ 100 გრამში ქოლინის დოზა, სრულად აკმაყოფილებს დღიურ მოთხოვნას, რკინა, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, სპილენძი, ნატრიუმი, გოგირდი, ფოსფორი, ქლორი, კობალტი, მოლიბდენი, მანგანუმი და ქრომი. კვერცხის ცილა მდიდარია ამინომჟავებით.

იაპონიაში ფართოდ გამოიყენება მწყრის კვერცხი ბავშვთა კვებაში. იგი დადებითად მოქმედებს განვითარებაში ჩამორჩენილ ბავშვებზე. მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა საავადმყოფოში მწყერის კვერცხი გამოიყენეს კომპლექსში სხვა პრეპარატებთან ერთად ბავშვების განკურნებისათვის ისეთი დაავადებებისაგან, როგორიცაა ბრონქიალური ასთმა, ქრონიკული პნევმონია, ტუბერკულოზი. შეინიშნებოდა მადის გაუმჯობესება, წონაში მატება და სისხლში ჰემოგლობინისა და ერითროციტების ნორმალიზება.

მწყრის კვერცხის სამედიცინო პრაქტიკაში გამოყენების ეფექტურობა კიდევ ერთხელ დადასტურდა მას შემდეგ, როცა იგი გამოიყენეს და ჩართეს იმ ბავშვების დიეტაში, რომლებმაც მიიღეს რადიაციული ზემოქმედება ჩერნობილის ა.ე.ს.-ის ავარიის დროს. გარკვეული დროის გავლის შემდეგ გაუმჯობესდა მათი საერთო მდგომარეობა, აიწია სისხლში ჰემოგლობინის დონემ, გაქრა თავის ტკივილები, დაღლილობა. ბიოქიმიურმა ანალიზმა ვერ გამოავლინა გადახრა სისხლის შემადგენლობაში.

აღნიშნული შედეგებიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ მწყრის კვერცხის გამოყენება რეკომენდებულია ავადმყოფთა და სუსტ ბავშვთა სამკურნალოდ და, პირველ რიგში, ეკოლოგიურად არასაიმედო რაიონებში.

აღსანიშნავია, რომ იაპონელები განსაკუთრებულად აფასებენ მწყრის კვერცხის თვისებას, დადებითი ზეგავლენა მოახდინოს ორგანიზმის აღწარმოებით ფუნქციებზე, მათ რიცხვში პოტენციაზე.

შემდგენელი: ანატოლი გიორგაძე – დოქტორი,
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
პრეზიდენტის მოადგილე;

თქვენი რეკლამა