მილიარდერის ძმა ბავშვებს ფერმერობას ასწავლის

1390 Views

კიმბალ მასკის (kimbal musk) მიერ ჩამოყალიბებული არაკომერციული ორგანიზაცია Big Green-ი, აშშ-ს ასობით სკოლაში, სასწავლო მინი-ბოსტნებს შექმნის.

კიმბალს იმედი აქვს, რომ ფერმერთა ახალ თაობას გაზრდის, ასწავლის ბავშვებს ამ მიმართულებით მუშაობას, გამართული სამეურნეო წარმოება ხომ განვითარებულ ქვეყნებში, ნორმალური შემოსავლების წყაროა.

გარდა ამისა კომპანია მოწოდებულია ბავშვების ყურადღება სწრაფი კვებიდან (fast food) სასარგებლო პროდუქტებზე გადაიტანოს.

კიმბალ მასკის ეს წამოწყება როგორც მოსალოდნელი იყო ძალიან მოთხოვნადი აღმოჩნდა, ყველა მშობელი ხომ შვილების მომავლზე ფიქრობს, ჩვენ ხომ გვინდა, რომ ჩვენი შვილები უზრუნველყოფილი და პროფესიული თვალსაზრისით რეალიზებულნი იყვნენ.

სკოლის მოსწავლეების თანამედროვე თაობა ტექნოლოგიურ ეპოქაში იზრდება, მაგრამ ფერმერობის და აგრობიზნესის წარმოების საფუძვლების შესწავლა, საკუთარი ხელით მცირე მეურნეობაში ხილისა და ბოსტნეულის მოყვანა, მათ გაუადვილებს გარე სამყაროსთან ურთიერთობებს და სკოლის დამთავრების შემდეგ გარკვეული უნარებით აღჭურვილს, ბიზნესის დაწყების შესაძლებლობაც ექნებათ.

Big Green-ის მიერ 2018 წელს, მინი-საბოსტნე მეურნეობები, დეტროიტის სკოლებში შეიქმნა, 2020 წლიდან „მასკის ბოსტნები“ ტეხასის, კენტუკის, კოლორადოს და კალიფორნიის სკოლებში გამოჩნდება.

მილიარდერი ილონ მასკის (elon musk) ძმისთვის კიმბალ მასკისთვის, ეს არა არის ამ მიმართულების პირველი პროექტი, ბავშვებისთვის ფერმერობის შესასწავლად 2011 წელს, 300 ამერიკულ სკოლაში და საბავშვო ბაღში მან გაუშვა პროგრამა „ბაღების შესწავლა“ (Learning Gardens), რომელშიც უკვე 425 ორგანიზაციაა ჩართული.

4-5 წლის წინ, ჩვენც გვქონდა პროექტი „გახდი ფერმერი“ სკოლის და სკოლის შემდეგ 2-2 ასაკობრივი ჯგუფისთვის, სილაბუსებამდე გაწერილი, საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით არავინ დაინტერესდა, სამწუხაროდ ჩვენ არ ვართ მილიარდერის ძმები.

In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
მცენარეთა დაცვა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB