მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა

1799 Views Comment Off

მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონის მოსახლეობას კვლავ ეძლევა შესაძლებლობა წარადგინოს საკუთარი ბიზნეს იდეა და ჩაერთოს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან 5 000 დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსების გაცემას გულისხმობს და წარმოადგენს ბიზნესის განვითარების კარგ შესაძლებლობას.

ბიზნეს იდეის წარდგენა შესაძლებელია ა.წ 31 მარტამდე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამა ხელს უწყობს რეგიონული მოსახლეობის გააქტიურებას.

ფინანსური დახმარების გაწევის გზით რეგიონის მაცხოვრებლებს ეძლევათ შესაძლებლობა წამოიწყონ საკუთარი საქმე, ხოლო საკონსულტაციო კომპონენტის არსებობა უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების ცოდნის ამაღლებას ბიზნესის კეთების კუთხით.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • ბიზნეს იდეის წარდგენა ვებგვერდზე qartuli.ge აპლიკაციის ფორმის შევსების გზით;
  • ბიზნეს გეგმის წერის ტრენინგი;
  • დამუშავებული ბიზნეს გეგმის წარდგენა;
  • საბოლოოდ არჩეული ბიზნეს გეგმების თანადაფინანსება;
  • ბიზნესის კეტებისათვის საჭირო ტრენინგი და ინდივიდუალური კონსულტაციები.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის  მეორე რაუნდში იგეგმება მინიმუმ 1500 ბენეფიციარის დაფინანსება და 3000-მდე ბენეფიციარის გადამზადება.

ზოგადად პროგრამის ეფექტურობას ცხადყოფს პირველი რაუნდის მონაცემებიც, რომლის ფარგლებშიც უკვე დაფინანსებულია 1620 ბენეფიციარი, ამასთანავე ტრენინგი გაიარა 3118 ბენეფიციარმა.

შენიშვნა:

მიკრო და მცირე მეწარმეობის  ხელშეწყობის ინიციატივა ხორციელდება, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ.

პროგრამის უმთავრესი ამოცანაა რეგიონებში მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარება მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერისა და რეგიონული ბაზრების განვითარების გზით. პროექტი ასევე მიზნად ისახავს მოსახლეობის შემოსავლების ზრდასა და  მიკრო ბიზნესის წამოწყების ხელშემწყობი პროგრამების ეკონომიკურად მოწყვლად რეგიონებში დანერგვას.

საერთო ჯამში, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი მიმართულია  რეგიონებში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საერთო კეთილდღეობის ამაღლებისაკენ; მცირე ბიზნესისათვის ადამიანური და საწარმოო კაპიტალის შექმნითა და განვითარებით, მათთვის ინტენსიური საკონსულტაციო მომსახურების გაწევით საკმაოდ რეალისტურია  რეგიონში არსებული სამეწარმეო საქმიანობის გამოცოცხლება და გააქტიურება.

პროგრამის განხორციელების შედეგად მოსალოდნელია მსხვილ ქალაქებსა და რეგიონებს შორის ეკონომიკური უთანასწორობის შემცირება, რაც, თავის მხრივ,  დადებითად აისახება რიგ ფაქტორებზე,  რაც გულისხმობს:

  • რეგიონული ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდას;
  • რეგიონის მკვიდრთა შემცირებული მიგრაციას (დედაქალაქში ან/და საზღვარგარეთ);
  • რეგიონში თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკის დამკვიდრებას;
  • რეგიონული პროდუქციის დივერსიფიკაციას;
  • ადგილობრივ პროდუქციაზე მოთხოვნის მატებას;
  • დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას;

კონკურსში ჩართვის შესაძლებლობა  აქვს პირს, რომელიც  სრულწლოვანია (18 წელს მიღწეული), არის საქართველოს მოქალაქე, არ არის საჯარო მოხელე,  არ არის სსიპ მეწარმეობის სააგენტოს თანამშრომელი ან მისი ოჯახის წევრი, არ გააჩნია მიმდინარე, ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე, განაცხადის შეტანის მომენტში და აცხადებს მზაობას ბიზნეს გეგმების კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად.

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
324 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალოე — სამკურნალო თვისებები და რამდენიმე რეცეპტი
5314 Views

ალოე (ლათ. Aloe arborescens) საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის

სრულად
აგროკავკასია FB