მარი კოდუა — ახალგაზრდა ფერმერი და მენეჯერი

216 Views Comment Off

წარმოგიდგენთ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წევრის მარი კოდუას წერილს.

მოგესალმებით, მე ვარ მარი კოდუა  22 წლის. ვცხოვრობ  ზუგდიდის რ-ნი სოფ. დარჩელში. სადაც ვმხენძღვანელობ შ.პ.ს. „ქესკია“-ს და შ.პ.ს. „კოდუ გრუპ“-ს.

ამ კომპანიების სახელის ქვეშ გაერთიანებულია: მცირე ფერმა (20 სული პირუტყვი), ფუტკრის 70 სკა, საიდანაც წელიწადში დაახლოებით 2 ტონა თაფლს ვწურავთ ასევე  თაფლის გადამამუშავებელი მინი საწარმო, თხილის მიმღები და გადამამუშავებელი ქარხანა, თხილის პლანტაციები როგორც საკუთრებაში ასევე იჯარით, სილოსის გადამამუშავებელი ქარხანა. 

ჩემი ოჯახი 1985 წლიდანფერმერულსაქმიანობასმისდევს, კერძოდ, მეფუტკრეობას, მემცენარეობას, მეცხოველეობასადამეთხილეობას.  2001 წელს ავაშენეთ თხილის გადამამუშავებელი ქარხანა და ამ პერიოდიდან აქტიურად ვეწევით თხილის ექსპორტს.

ბავშვობიდან ყოველთვის ჩართული ვიყავი და ძალიან მიზიდავდა სოფლის მეურნეობა. თუმცა უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, 2009 წელს, მომიწია თბილისში საცხოვრებლად გადმოსვლა, რაც  ფსიქოლოგიურად საკმაოდ რთული აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან ჩემი სფერო უფრო მიწასთან სიახლოვეა. იყო დრო როცა თვეში 4 ჯერ ჩავდიოდი ზუგდიდში რათა  დავხმარებოდი მშობლებს თხილის პლანტაციის მოვლაში, პროდუქციის გადამუშავების სხვადასხვა პროცესებში.

სტუდენტობის დროს ინტერნეტის საშუალებით ვეძებდი თხილის შემსყიდველ კომპანიებს შესაბამისად თბილისიდანაც აქტიურად ვიყავი ჩართული ბიზნეს საქმიანობაში. 2013 უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე მაგისტრატურაზე აღარ ჩამებარებინა  და მშობლების დაწყებული ბიზნესი გამეგრძელებინა.

2013 წელს ჩემს დასთან ერთად დავაარსე შ.პ.ს. „კოდუ გრუპი“. იჯარით ავიღეთ 273 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სადაც 92 ჰა-ზე თხილის სრულმოსავლიანი პლანტაციია გაშენებული, 120 ჰა-ზე სახნავ-სათესი მიწები, დანარჩენი ფართობი კი ტყეს,გზებს  და საწრეტ არხებს უჭირავს.

2014 წელს შევიძინეთ თანამედროვე ტიპის დანადგარები და ავაშენეთ სილოსის გადამამუშავებელი საწარმო და ნოემბერში  საცდელი პროდუქცია გამოვუშვით რამაც მოწონება დაიმსახურა ფერმერებში და უკვე გაფორმებული გვაქვს წინასწარი ხელშეკრულებები რამდენიმე ფერმასთან.

მომავალ წელს ვაპირებთ იჯარით აღებული მიწის სახნავ-სათეს ფართობზე დავთესოთ სიმინდი და სოიო და მისგან ვაწარმოოთ სილოსი. სილოსი საქართველოსთვის ფაქტობრივად ახალი პროდუქტია რადგან მისი ვაკუუმ შეფუთვა არ ხდება.

ჩვენ ვართ პირველები ვინც ბაზარს სთავაზობს 25-50 კგ ვაკუუმ ტომრებში შეფუთულ სიმინდისა და სოიოს სილოსს რომელიც შეიცავს ყველა იმ საჭირო ვიტამინებს და დამატებებს რაც აუცილებელია პირუტყვის (ამ შემთხვევაში ძროხა) კვებისთვის. ეს არის პროდუქტი რომლის რეალიზაცია 100% ადგილობრივ ბაზარზე მოხდება.

პროფესიით ბიზნესის ადმინისტრირების მენეჯერი ვარ, მართალია აგრარული განათლება არ მიმიღია მაგრამ პრაქტიკულმა ცოდნამ და გამოცდილებამ  უფრო შემიწყო ხელი ამ დარგში გარკვეული წარმატებებისთვის მიმეღწია. შედეგად ჩვენს საწარმოებში  მუდმივად დასაქმებული გვყავს 10-დან 40-მდე ადამიანი, ხოლო სეზონურად 60-დან 100-მდე, წარმოების დატვირთულობის მიხედვით. მათი საშუალო ანაზღაურება 250 დან 750 ლარამდე მერყეობს, მართალია არც თუ ისე მაღალია მაგრამ ამ ადამიანების უმრავლესობისთვის ეს შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება,  ვაპირებთ თხილის საწარმო  საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ. ასევე გრძელვადიან პერიოდში ვაპირებთ  აგროტურიზმისთვის ხელსაყრელი ზონის მოწყობას. დაახლოებით 1 ჰექტარზე გვაქვს თევზის სატბორე მეურნეობაც, რომელიც ამ ეტაპზე არ ფუნქციონირებს, მაგრამ ვაპირებთ განვაახლოთ. მის ნაპირას გავაშენე თხილი, კენკროვნები, დეკორატიული მცენარეები და ტერასა მოვაწყვეთ.

დაახლოებით 5 წელიწადში ძალიან ლამაზი ბაღი იქნება. იქვე მდინარე ენგური მოედინება, სადაც კოტეჯების აშენებას ვაპირებთ. საბოლოო ჯამში გვინდა ჩვენი მეურნეობა, რომელიც ბევრი მიმართულებისგან შედგება, ერთ დიდ გაერთიანებად ვაქციოთ, რომელშიც შემავალი თითოეული მიმართულება იქნება საერთაშორისო სტანდარტების მქონე და არამარტო სოფლის არამედ რეგიონის და ქვეყნის სავიზიტო ბარათი.

პატივისცემით
მარი კოდუა

აღნიშნული წერილი გვიჩვენებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანი როლი შეიძლება ჰქონდეს, ქალთა ჩართვას ქვეყნის ეკონომიკაში ზოგადად და კერძოდ სოფლის მეურნეობაში.

თუ თქვენ ხართ ფერმერი და გაქვთ სურვილი ქვეყანას გააცნოთ: საკუთარი თავი, მეურნეობა და გამოცდილება დაგვიკავშირდით.

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
აგროსფერო
კლაასი
კლაასი
თქვენი სარეკლამო ბანერი
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
Georgian Dairy
აგრორჩევები
აგროკავკასია FB