ლიმონის კიდევ ერთი კარგი თვისება — იგი ანახევრებს შეცდომებს

2342 Views Comment Off

ჩვენ სიამოვნებით ვდებთ ლიმონის ნაჭერს, ჩაიში ან ყავაში, რადგან ეს გემრიელია. ისიც ვიცით, რომ ლიმონი არამარტო გემრიელი, არამედ ძალიან სასარგებლო ციტრუსია.

ლიმონის ნაყოფი შეიცავს: მჟავებს 3,5-8,1%, შაქრებს- 1,9-3%, C ვიტამინს 45-140 მგ 100 გ-ში, აგრეთვე P და B ვიტამინებს, პექტინოვან ნივთიერებებს, კრინის მარილებს, ფოსფორს, კალიუმს, კალციუმსა და მაგნიუმს.

ლიმონის კიდევ ერთი კარგი თვისება მისი არომატია. რომელიც ძალიან აქტუალური პრობლემის დროს დაგვეხმარება.

კომპიუტერთან დიდხანს მუშაობის ან გართობის დროს, ძალიან დიდი დატვირთვას იღებენ თვალები. ეს კი თავის მხრივ აისახება ადამიანის ფიზიკურ და გონებრივ მდგომარეობაზე, მცირდება შრომისუნარიანობა.

შედეგად ადამიანის ფიქრისა და ყურადღების კონცენტრირების უნარი შეიძლება 90%-ით შემცირდეს, ყოველივე ამას კი საბოლოოდ ნერვული სისტემის გადაღლამდე და გამოფიტვამდე მივყავართ.

→ იაპონელემა ფსიქოლოგებმა კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობის-მავნე ზემოქმედების შემცირება, სამუშაო ოთახის სხვადასხვა არომატით გაჯერების ხარჯზე სცადეს, კვლევებმა აჩვენეს რომ, ლიმონის, ჟასმინის, შროშანის და ევკალიპტის არომატი, ამაღლებს შრომისუნარიანობა, ხსნის დაღლილობას, თვლემას…

გამოირკვა რომ ოთახში შროშანის სურნელი 20%-ით ამცირებს შეცდომებს კომპიუტერის კლავიატურაზე მუშაობისას, ჟასმინის არომატი უფრო ეფექტურია 30%.

საუკეთესო კი ამ კუთხით ლიმონია (50%), იგი ანახევრებს შეცდომებს, ამიტომ იმ შემთხვევაში თუ დიდ დროს ატარებთ კომპიუტერთან, გირჩევთ იქვე დაჭრილი ლიმონი დადოთ.

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
გამოიყენეთ ბუნებრივი ანტიბიოტიკები — იყავით ჯამრთელი!
1206 Views

ხშირად გაციების ან სხვა საჭიროების გამო, აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკების გამოყენება. ეს კი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და სასარგებლო ბაქტერიების განადგურებას. შესაძლებლობის ფარგლებში, კარგი იქნება თუ ქიმიურ საშუალებებს ბუნებრივით ჩაანაცვლებთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1303 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB