კოპენჰაგენის საერთაშორისო სკოლა – მდგრადი განვითარების მაგალითი

მზის, პანელი

კოპენჰაგენის საერთაშორისო სკოლა (Copenhagen International School) – მდგრადი განვითარების საუკეთესო მაგალითია.

მზის პანელები არა მარტო პირდაპირი დანიშნულებით შეიძლება იყოს გამოყენებული, არამედ როგორც დიზაინის ელემენტი, გადაწყვიტეს დანიაში და 12 000 მომწვანო-მოცისფრო ფოტოელემენტით აღჭურვეს შენობის როგორც სახურავი, ისე ფასადიც.

მზის პანელები სკოლის მიერ მოხმარებული ენერგის ნახევარზე მეტს უზრუნველყოფენ, თუმცა როდესაც იდეის განხორცილება არქიტექტურულ კომპანიას C.F. Møller მიანდეს, კომპანიის სპეციალისტები რთული ამოცანის გადაჭრის წინაშე დადგნენ – უნდა დამზადებულიყო მზის პანელები, რომლებიც ერთდროულად იქნებოდნენ მძლავრი და ამასთან ფასადთან ორგანულად მისადაგებული.

არქიტექტორებმა ამოცანის გადასაწყვეტად შვეიცარიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს  (École Polytechnique Fédérale de Lausanne) მიმართეს, შედეგად ინდივიდუალური, მძლავრი, მომწვანო-მოცისფრო მზის პანელები შეიქმნა, რითაც მოპირკეთდა შენობა.

მზის, პანელი

უნდა აღინიშნოს, რომ მზის პანელები, რომლებიც საუკეთესოდ ჩაეწერნენ შენობის ესთეტიკაში, ერთადერთი არ არის რითაც გამორჩეულია კოპენჰაგენის საერთაშორისო სკოლა.

მზის, პანელი

სკოლის შენობა დაყოფილია ასაკის შესაბამის ბლოკებად, რომლებშიც განთავსებულია კლასები: ბავშვთა ადრეული განვითარების, დამწყები, საშუალო და უმაღლესი სკოლებისთვის.

თვითეული ასეთ ბლოკი, მოსწავლეთა განათლების (განვითარების) კონკრეტული ამოცანაზეა ორიენტირებული, ასე მაგალითად ყველაზე პატარებისთვის ძალიან დიდი სივრცეებია გამოყოფილი, სადაც განთავსებულია „მწვანე ზონები“, ტარდება  საბუნებისმეტყველო გაკვეთილები, არის სცენა და მრავალი სხვა.

მზის, პანელი

თქვენი რეკლამა