კონკურსი ქათმის კვერცხის მწარმოებელი ფერმების ასაწყობად

1627 Views

კომპანია“Start – Business Solutions” უკვე სამი წელია ეხმარება მეწარმეებს ბიზნესის წამოწყებაში.

ამჯერად გთავაზობთ ახალ ინიციატივას მეფრინველეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით და აცხადებს კონკურსს დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციებისთვის, რომელთაც სურთ კვერცხის მწარმოებელი ფერმის შექმნა.

პროექტის შინაარსი:

კომპანია Start – Business Solutions კონკურსში გამარჯვებულ 3 აპლიკანტს დაეხმარება მომგებიანი და წარამტებული მეკვერცხული ქათმის ფერმის აწყობაში, იზრუნებს საჭირო ფინანსური და მატერიალური რესურსის მოძიებაზე.

კონკურსის მოთხოვნები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს ან ორგანიზაციას, რომელსაც სურს ჰქონდეს საკუთარი მეკვერცხული ქათმის ფერმა და აქვს გამოცდილება სოფლის მეურნეობაში.

აპლიკანტს უნდა ჰქონდეს მეკვერცხული ქათმის ფერმის შექმნის მოტივაცია და გააჩნდეს საკუთარი ხედვა (ზოგადი მაინც) ამ ბიზნესთან დაკავშირებით;

აპლიკანტს აუცილებლად უნდა გააჩნდეს უძრავი ქონება  ან სხვა აქტივები;

აპლიკანტს სასურველია ჰქონდეს სასოფლო-სამეურნო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;

აპლიკანტს სასურველია ჰქონდეს მართვის/მეწარმის გამოცდილება.

ანგარიშსწორება:

კონკურსის გამარჯვებული, კომპანიის მომსახურების საფასურს იხდის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ფერმა ამოქმედდება.

გამარჯვებული კონკურსანტი იღებს ვალდებულებას, რომ კეთილსინდისიერად განახორციელებს ბიზნესის მართვას და მაქსიმალურად იზრუნებს ფერმის წარმატებაზე.

შეფასებისა და შერჩევის პროცესი და პერიოდი:

1. აპლიკანტების განცხადებების მიღება – 11 აპრილი;

2. აპლიკანტების შეფასება და შერჩევა – 15 აპრილი;

3. შერჩეულ აპლიკანტებთან გასაუბრებები – 18 აპრილი;

4. 3 შერჩეულ კანდიდატთან მოლაპარაკება და ხელშეკრულების გაფორმება – 25 აპრილი.

აპლიკაციის მიღება და საკონტაქტო ინფორმაცია:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა არაუგვიანეს 11 აპრილისა.

გთხოვთ იხილოთ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე

*შენიშვნა: დაგვიანებული აპლიკაციები არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელ: +995 322 183 821; +995 571 22 49 14
ელ.ფოტა: info@startbs.ge

*რედაქციას არ აქვს კავშირი, აღნიშნულ კონკურსთან.

0Shares
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB