ხამანწკების პირველი ფერმა – უკრაინაში

859 Views

ხერსონის ოლქის მაცხოვრებელი ანრდეი პიგულევსკი 10 წელი IT ბიზნესით იყო დაკავებული, შემდეგ კი უკრაინაში პირველი ხამანწკების ფერმა გახსნა.

ფერმის „სკიფიის ხამანწკები“ ისტორია სათავეს 2014 წელს იღებს, როდესაც ანრდეი პიგულევსკიმ IT ბიზნესში 10 წლიანი საქმიანობის შემდეგ, გადაწყვიტა ხელი მოეკიდა სფეროსთვის, რომლითაც უკრაინაში არავინ იყო დაკავებული.

ბაზრის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ ანდრეიმ დაასკვნა, რომ ნიშა თავისუფალია და პროდუქტი პერსპექტიული.

იმ პერიოდში მომავალმა ფერმერმა აღმოაჩინა, რომ  შავიზღვისპირეთი ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იყო განთქმული ხამანწკების წარმოებით, უკრაინიდან კი ამ პერიოდში ხამანწკების ექსპორტი ხორციელდებოდა.

„სკიფიის ხამანწკები“ თანამშრომლობს უკრაინის მეცნიერებათა აკადემიასთან, რომელიც ფერმერული მეურნეობის ბაზაზე კვლევებს ატარებს, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია დარგის შემდგომი განვითარებისთვის.

ხამაწკები, ფერმა

„სკიფიის ხამანწკების“ წარმოება, შავი ზღვის სანაპიროზე, ნიკოლაევსკისა და ოდესის ოლქების საზღვარზე, ეკოლოგიურად სუფთა, ნაციონალური პარკის ტერიტორიაზე ხდება.

ხამანწკები

კომპანია წელიწადში 40-50 ტონა ხამანწკებს აწარმოებს. თუმცა ყოფილი IT სპეციალისტი, წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდას და უკრაინის ბაზრის 80%-ით უზრუნველყოფას გეგმავს.

In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
მცენარეთა დაცვა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB