ხახვის წარმოების საინვესტიციო შესაძლებლობები

ხახვი

აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კახეთის რეგიონში დიდი პოპულარობით სარგებლობს ხახვის რამდენიმე ჯიშ-პოპულაცია, რომელიც კახური ხახვის სახელითაა ცნობილი.

კახური ხახვი გამოირჩევა ადგილობრივ აგრო-ეკოლოგიურ პირობებთან მაღალი ადაპტაციით, დაავადებებისადმი საკმაოდ მაღალი რეზისტენტობით და კარგი გემური მახასიათებლებით.

ფერმერების უმრავლესობა თავიანთი წარმოებული პროდუქციის ნაწილს ყიდის მოსავლის პერიოდში, ხოლო ნაწილს ინახავს არასეზონური პერიოდის დროს უფრო მაღალ ფასში გასაყიდად.

ადგილობრივი ხახვის მიწოდება ბაზარზე იწყება ივნისის ბოლოს და პიკს აღწევს ივლისი-აგვისტოს პერიოდში. მცირე რაოდენობის, ძირითადად, შიდა ქართლის წითელი ხახვი, ინახება მოგვიანებით გაყიდვის მიზნით.

არასეზონური პერიოდის დროს, იზრდება ხახვის იმპორტი, რომლის ფასიც ხახვის 30%-ით მეტია ვიდრე ადგილობრივის. შენახული ხახვის ხარისხი დაბალია და მაღალია დანაკარგები, შენახვის არახელსაყრელი პირობების გამო.

გაუმჯობესებული, თანამედროვე შემნახველი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ხახვის მაღალი ხარისხის შენარჩუნებას.

საინვესტიციო შესაძლებლობები

  • წარმოების საშუალებების მიწოდება (თესლი, სარწყავი სისტემები, მცენარეთა დაცვის საშუალებები, სასუქები და სხვა);
  • ინტენსიური ტექნოლოგიების გამოყენებით ხახვის წარმოება;
  • სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარებისა და ხელსაწყოების მიწოდება;
  • პროდუქციის შენახვისთვის მომსახურების მიწოდება, რომელიც აღჭურვილია კლიმატკონტროლირებადი სისტემებით;
  • სატვირთო გადაზიდვებისთვის მომსახურების მიწოდება.

საქართველოს აგროსასურსათო სექტორი — თქვენი ინვესტიციისთვის.

იხილეთ აგრეთვე: თავიანი ხახვი – მოვლა-მოყვანა და ტექნოლოგიური რუკა

თქვენი რეკლამა