კატალონიაში ასწლოვანი ზეთისხილის ხეების გაყიდვას ებრძვიან

900 Views

სამოქალაქო პლატფორმის  Salvem el Montsià-ს წარმომადგენლებს, მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი იბრძოლონ მათ წინააღმდეგ, ვინც დაინტერესებულია ასწლოვანი ზეთისხილის ხეების შეძენით.

მონსიას (კატ. Montsià-ტარაგონის პროვინცია, კატალონიის ავტონომია) მოსახლეობა თვლის, რომ ეს მცენარეები კულტურული და ბიოლოგიური თვალსაზრისით უნიკალურია და მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს.

დაახლოებით 3 წლის წინ, რეგიონის მაცხოვრებლებმა, რომლებიც გარემოს მიმართ გულგრილი არ არიან, სამოქალაქო პლატფორმა Salvem el Montsià ჩამოაყალიბეს, რათა დაიცვან ხეები, რომლებიც არამარტო ლანდშაპტურ, არამედ ისტორიულ ღირებულებასაც წარმოადგენენ.

ზეთისხილი

პლატფორმის წარმომადგენელთა თქმით, მონსიას რაიონში 5000 ზეთისხილის ხეა, რომელთა ასაკიც 100 წელს აჭარბებს, მათი ნაწილის წლოვანება კი რამდენიმე ასეულ წელს ითვლის. მათ სურთ რომ, ეს მცენარეები კანონით იყოს დაცული. მსგავსი პრაქტიკა უკვე არსებობს ვალენსიაში.

ზეთისხილი

In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრე აგრეგატები
ნიმის ზეთი – ბიო
ნიმის, ზეთი, ორგანიკა, ბიოაგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
აგროკავკასია FB