IT – ფერმერებს 30%-იან ეკონომიას და კარგ მოსავალს ჰპირდება

IT – სპეციალისტებმა შექმნეს სერვისები, რომლებიც ფერმერებს დაეხმარებათ გაზარდონ მოსავლიანობა და შეამცირონ ხარჯები 30%-ით.

უკრაინელის სპეციალისტების მიერ შექმნილი Agri Eyeარის მიწის ნაკვეთის მულტისპექტრული ანალიზის ტექნოლოგია. შეფასების ინტელექტუალური სისტემა ადგენს ნიადაგისა და მცენარეების მდგომარეობას და აწვდის ფერმერს ზუსტ მონაცემებს.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით, სასოფლო სამეურნეო პროდუქტის მწარმოებელს, შეუძლია მიიღოს საუკეთესო გადაწყვეტილება არსებულ სიტუაციაში და ეფექტურად მოახდინოს მისი რეალიზაცია (მაგ. შეიტანოს სასუქი).

წინასწარი გათვლებით სასუქის რაციონალური გამოყენება, ფერმერებს მაღალი ხარისხის მოსავალთან ერთად, ხარჯების 30%-ით შემცირების საშუალებას მისცემს.

უკრაინელი ფერმერები კიდევ ერთ საინტერესო ტექნოლოგიით ისარგებლებენ, ეს არის AgroMonitor  – ზუსტი მიწათმოქმედების სისტემა.

ტექნოლოგია აფასებს ნიადაგის ტენიანობის მდგომარეობას და ფერმერს აწვდის კულტურათა მორწყვის ზუსტ გრაფიკს. ამ სისტემაში გამოყენებულია სხვადასხვა სახის დეტექტორები, რომლებიც აფიქსირებენ მავნებლის გამოჩენას და ადგენენ მცენარეთა დაცვის საშუალებების შეტანის გრაფიკს.

AgroMonitor  – 20-ზე მეტ პარამეტრს ამუშავებს, მაგალითად გრუნტის და ჰაერის ტემპერატურას, ქარის სიჩქარესა და მიმართულებას, ჰაერის ტენიანობას და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ფერმერს შეუძლია სურვილისამებრ დამატებითი სენსორები შეუკვეთოს.

სისტემა აანალიზებს სენსორების, როგორც ცალკეულ ისე ჯგუფურ მონაცემებს და უგზავნის ფერმერს sms ან email შეტყობინებას.

ამგვარად ფერმერს შეუძლია დროულად მიიღოს ინფორმაცია და მოახდინოს რეაგირება.

თქვენი რეკლამა