ინტერნეტ მარკეტინგი — გააფართოვეთ ბაზარი აგრო პროდუქტებისთვის

603 Views Comment Off

თანამედროვე მსოფლიოში პროდუქციის წარმოება იწყება მომხმარებლიდან. მარკეტინგი მართავს ეკონომიკას და მის გარეშე წარმოუდგენელია ქვეყნის განვითარება. ფერმერისთვის მარკეტინგი უნდა წარმოადგენდეს ერთ-ერთ მთავარ მოცემულობას, წარმოებასთან, შრომასთან და კაპიტალთან ერთად.

დღევანდელი ეკონომიკის, ძალიან პოპულარული ინსტრუმენტი ინტერნეტ მარკეტინგი, ჩვენთანაც ნელ-ნელა იკიდებს ფეხს, თუმცა აგრარული მიმართულებით (ინტერნეტ აგრომარკეტინგი, აგრობირჟა, ფიუჩერსული ვაჭრობა) გადადგმული ნაბიჯები ერთობ მწირია.

საქართველოში ფერმერების და ფერმერული გაერთიანებების დიდი ნაწილი ვერ აცნობიერებს ინტერნეტ მარკეტინგის მნიშვნელობას.

საქართველოს დამოუკიდებლობის საწყის ეტაპზე, არასწორი რეფორმების შედეგად, დღეს სახეზე გვაქვს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფრაგმენტაცია, რაც თავის მხრივ განაპირობებს სასოფლო-სამეურნეო მომსახურების, ახალი ტექნოლოგიების გამოყენების, კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნის სირთულეს.

მცირე მეურნეობებს, წარმოების მცირე მასშტაბებისა და ერთმანეთთან კოორდინაციული მოქმედების უნარების არქონის გამო, უჭირთ ბაზარზე ორიენტაცია და ზოგადად ბაზარზე გასვლა, რის გამოც ხშირად პროდუქციის რეალიზაციას მხოლოდ მიზერულ ფასად ახერხებენ.

ამ პრობლემის ერთ-ერთი გასაღები ინტერნეტ მარკეტინგშია!

დღეს აგრარული პროდუქტების მწარმოებლის და რეალიზატორი სუბიექტებისთვის, აუცილებელია ინტერნეტ კომუნიკაციის პროცესებში ჩართვა.

შექმენით ან გამოიყენეთ უკვე არსებული ინტერნეტ რესურსი და გააფართოვეთ ბაზარი საკუთარი აგრო პროდუქტებისთვის!

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1347 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB