იაგო ბალაბანაშვილი-ახალგაზრდა ვეტექიმი მარნეულიდან

369 Views

«მომავლის ფერმერი» აგრძელებს ახალგაზრდა და მოტივირებული ვეტერინარებისა და აგრონომების საზოგადოებისთვის წარდგენას.

დღეს გვინდა გაგაცნოთ მარნეულელი ვეტერინარი იაგო ბალაბანაშვილი.

ვეტერინარმა იაგო ბალაბანაშვილმა საკუთარ სოფელში ჯერ კიდევ სტუდენტობიდან გაითქვა სახელი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი უფრო აქტიურად შეუდგა მარნეულის მუნიციპალიტეტში საკუთარი როლის გამოკვეთას.

მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ვეტერინარია და მეცხოველეობა არავის ახსოვდა და სოფლის მეურნეობის განვითარებაც სახელმწიფო პრიორიტეტებში ნაკლებად შედიოდა, იაგო მაინც იმედიანად უყურებდა მომავალს. მიიჩნევდა, რომ მოვიდოდა დრო, როცა მისი პროფესია აუცილებლად დაფასდებოდა, თუმცა იქამდე მას უნდა ემოქმედა.

მან სრული ენთუზიაზმით დაიწყო სოფლის მოსახლეობასთან  ვეტსერვისის მიმართულებით ცნობიერების  ამაღლებაზე მუშაობა, შემდეგ იყო კონკრეტული სერვისების შეთავაზება.

დღეს იაგო მარნეულის სოფლებში საიმედო, მოთხოვნადი და შესაბამისად, შემოსავლიანი ვეტერინარია,  აგრეთვე მუშაობს ხელოვნური განაყოფიერების მიმართულებითაც. ემსახურება 6 სოფელს. თვლის, რომ წარმატებული და პერსპექტიული პროფესიის წარმომადგენელია.

აირჩიე პროფესია ვეტერინარი და არგე შენს ქვეყანას. 

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
წითელი მოცვი — სამკურნალო თვისებები — ნაყენის და ნახარშის რეცეპტი
2031 Views

წითელი მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, 25-30 სმ-ის სიმაღლის, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, რომელიც ნიადაგის ზედაპირულ

სრულად
აგროკავკასია FB