გამოიყენეთ ლიმონის კიდევ ერთი კარგი თვისება

1697 Views Comment Off

ჩვენ სიამოვნებით ვდებთ ლიმონის ნაჭერს, ჩაიში ან ყავაში, რადგან ეს გემრიელია. ისიც ვიცით, რომ ლიმონი არამარტო გემრიელი, არამედ ძალიან სასარგებლო ციტრუსია.

ლიმონის ნაყოფი შეიცავს: მჟავებს 3,5-8,1%, შაქრებს- 1,9-3%, C ვიტამინს 45-140 მგ 100 გ-ში, აგრეთვე P და B ვიტამინებს, პექტინოვან ნივთიერებებს, კრინის მარილებს, ფოსფორს, კალიუმს, კალციუმსა და მაგნიუმს.

ლიმონის კიდევ ერთი კარგი თვისება მისი არომატია. რომელიც ძალიან აქტუალური პრობლემის დროს დაგვეხმარება.

კომპიუტერთან დიდხანს მუშაობის ან გართობის დროს, ძალიან დიდი დატვირთვას იღებენ თვალები. ეს კი თავის მხრივ აისახება ადამიანის ფიზიკურ და გონებრივ მდგომარეობაზე, მცირდება შრომისუნარიანობა.

შედეგად ადამიანის ფიქრისა და ყურადღების კონცენტრირების უნარი შეიძლება 90%-ით შემცირდეს, ყოველივე ამას კი საბოლოოდ ნერვული სისტემის გადაღლამდე და გამოფიტვამდე მივყავართ.

იაპონელემა ფსიქოლოგებმა კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობის-მავნე ზემოქმედების შემცირებისთვის, სამუშაო ოთახის სხვადასხვა არომატით გაჯერების ხარჯზე სცადეს, კვლევებმა აჩვენეს რომ, ლიმონის და ევკალიპტის არომატი, ამაღლებს შრომისუნარიანობა, ხსნის დაღლილობას, თვლემას-გადატვირთვისგან…

გამოირკვა რომ ოთახში შროშანის სურნელი 20%-ით ამცირებს შეცდომებს კომპიუტერის კლავიატურაზე მუშაობისას, ჟასმინის არომატი უფრო ეფექტურია 30%.

საუკეთესო კი ამ კუთხით ლიმონია, იგი ანახევრებს შეცდომებს, ამიტომ იმ შემთხვევაში თუ დიდ დროს ატარებთ კომპიუტერთან, გირჩევთ იქვე დაჭრილი ლიმონი დადოთ.

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
325 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალოე — სამკურნალო თვისებები და რამდენიმე რეცეპტი
5328 Views

ალოე (ლათ. Aloe arborescens) საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის

სრულად
აგროკავკასია FB