გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი

241 Views

პროექტი ინიცირებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.

პროექტი მოიცავს ორ კოპონენტს:

1) სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი.

2) შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი.

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება შესაძლებელია 3 წყაროს გამოყენებით:

ა) სააგენტოს თანადაფინანსება — პროექტის ჯამური ღირებულების 40%, მაგრამ არაუმეტეს 250 000 აშშ დოლარისა (ექვივალენტი ლარში);

ბ) შეღავათიანი კრედიტი/ლიზინგი — პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 50%, მაგრამ არაუმეტეს 500 000 აშშ დოლარისა (ექვივალენტი ლარში);

გ) ბენეფიციარის საკუთარი თანამონაწილეობა — პროექტის ჯამური ღირებულების არანაკლებ 10%, საწარმოს კაპიტალში ფულადი შენატანის სახით.

მიზნობრივის სეგმენტი:

სოფლის საწარმოს პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების მიზნობრივი არეალია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი და თვითმმართველი ქალაქი, შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი.

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ქაცვი — დახასიათება, გავრცელება, გამოყენება, ქაცვის პროდუქტები
113 Views

დახასიათება ქაცვი (Hippophae rhamnoides, Облепиха) არის ხშირტოტებიანი ბუჩქოვანი, ეკლიანი მცენარე, რომელიც სიმაღლით 2-4 მ-ს აღწევს. ტოტები სიმეტრიულია და ხშირად ბოლოებზე მომრგვალებული ფორმა აქვს. ქაცვის ტოტებს აქვს ყავისფერი ან მოშავო ფერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
წნორი (Salix alba L) — სამკურნალო მცენარე
1405 Views

ტირიფისებრთა ოჯახს ეკუთვნის. წნორი საკმაოდ დიდი, 25-30 მ სიმაღლის ხეა, მუქი ნაცრისფერი, ღრმად დამსკდარი ქერქით, დაკიდული ახალგაზრდა ტოტებით და ზეაღმართული გლუვქერქიანი ძველი ტოტებით. ზედა მხრიდან პრიალა, ქვემოდან

სრულად
აგროკავკასია FB