ეკოლოგიური მარკეტინგი თელ-ავივის სუპერმარკეტისგან

736 Views

შეიძლება თუ არა ერთი ნაბიჯით, ერთდროულად მოიზიდო მომხმარებელი და იყო ეკომხარდამჭერი ბიზნესი? ისრაელში სუპერმარკეტის მფლობელებმა დაამტკიცეს, რომ შეიძლება, გააკეთეს რა ბოსტანი პირდაპირ მარკეტის სახურავზე.

სავაჭრო ცენტრ დიზენგოფის (Dizengoff Center) სახურავზე განთავსებული ფერმაში, ყოველთვიურად 10 000 ძირ მხოლოდ სალათის ფურცელს აწარმოებენ, გარდა ამისა კიდევ 17 სახის კულტურა მოჰყავთ.

სუპერმარკეტში განთავსებულია სპეციალური სტენდი დიდი მონიტორით, სადაც გამოდის სახურავზე განთავსებული ბოსტნიდან ახლად აღებული პროდუქტების სია, სტენდი იმდენად პოპულარულია, რომ მარაგის შევსება დღეში ოთხჯერ ხდება.

„ადამიანები მიეჩვივნენ სალათის გემოს, რომელიც 1 კვირის განმავლობაში გარკვეულ გზას გადის, ბოსტნიდან მაცივრამდე, ჩვენი სალათი კი, გასაყიდად დახლზე მოხვედრამდე სულ 15 წუთის აღებულია “,- ამბობს ფერმის დირექტორი მენდი ფალკი.

ბიო

ეს საქალაქო ფერმა უფრო მეტია, ვიდრე ბოსტნეულის მოყვანის ადგილი, რადგან ორი სათბურის გარდა, აქ განთავსებულია საგანმანათლებლო ზონაც, სადაც ფერმერები ლექციებს კითხულობენ საქალაქო ფერმების მოწყობის და მოვლის შესახებ.

ეკო

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
წითელი მოცვი — სამკურნალო თვისებები — ნაყენის და ნახარშის რეცეპტი
2165 Views

წითელი მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, 25-30 სმ-ის სიმაღლის, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, რომელიც ნიადაგის ზედაპირულ

სრულად
აგროკავკასია FB