Drone Volt – მცენარეთა დაავადების კონტროლი ჰაერიდან

ტექნოლოგია

ფრანგულმა კომპანიამ Drone Volt-მა, სოფლის მეურნეობისთვის უპილოტო თვითმფრინავი DV WING წარმოადგინა.

DV WING სასოფლეო-სამეურნეო ნათესებს „ათვალიერებს“, პოულობს დაავადებულ მცენარეებს და განსაზღვრავს სასუქის შეტანის ნორმას კონკრეტული დროისთვის.

მსუბუქი და კომპაქტური დრონი აღჭურვილია 18,2 მპ. კამერით, ანვითარებს 50 კმ/სთ სიჩქარეს. მისი ფრენის სიმაღლე დაახლოებით 3კმ-ია.

ეს მონაცემები ეფექტურია აეროფოტო გადაღებებისა და მინდვრის ტექნოლოგიური რუკის შედგენისთვის. დრონის წონა 940 გრამია. გაშვების შემდეგ გარე დახმარების გარეშე, 85 წუთი შეუძლია იფრინოს.

ტექნოლოგია

გარდა სოფლის მეურნეობისა კომპანია, აღნიშნული მოდელის გამოყენებას სამთო მოპოვების სფეროში და გზების მშენებლობაშიც გეგმავს.

თქვენი რეკლამა