„დანერგე მომავალი“ — ბაღების კომპონენტი

427 Views Comment Off

ბაღების კომპონენტი ითვალისწინებს მრავალწლიანი კულტურების ახალი ბაღების გასაშენებლად პოტენციური ბენეფიციარებისათვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევას.

მრავალწლიანი კულტურების ბაღების პოტენციალი და გაშენების შესაძლებლობა განსხვავდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, შესაბამისად ამ პროგრამაში განსაზღვრულია იმ მრავალწლოვანი კულტურების სახეობები, რომელიც შესაძლებელია გაშენდეს საქართველოს კონკრეტულ რეგიონებში:

კახეთი: ვაშლი, ჟოლო, მაყვალი, გარგარი, კივი, ატამი, ქლიავი, ბალი, ტყემალი, ზეთის ხილი, ხურმა, ბროწეული, კაკალი, ნუში, თხილი,  მსხალი, ალუბალი, კომში.

შიდა ქართლი: გარგარი, ნუში, შინდი, კაკალი, ატამი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, კაკალი, ვაშლი, მსხალი, ალუბალი, მაყვალი, კომში.

ქვემო ქართლი: ვაშლი, ატამი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, გარგარი, მოცხარი, ხურტკმელი,  ჟოლო, კაკალი, ნუში, ბროწეული, მსხალი, ალუბალი, ხურმა, მაყვალი, კომში.

მცხეთა — მთიანეთი: ნუში, ატამი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, კაკალი, ვაშლი, მსხალი, ალუბალი, მაყვალი, კომში.

სამცხე — ჯავახეთი: ატამი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, კაკალი, ვაშლი, მსხალი, ალუბალი, მაყვალი, კომში.

იმერეთი: ლურჯი მოცვი, მაყვალი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, ხურმა, კაკალი, თხილი, ვაშლი, მსხალი, ალუბალი.

რაჭა — ლეჩხუმი — ქვემო სვანეთი: ქლიავი, ტყემალი, ბალი, ხურმა, კაკალი, თხილი, ვაშლი, მსხალი, ალუბალი, ჟოლო, მაყვალი, კომში.

სამეგრელო — ზემო სვანეთი:  კაკალი, ვაშლი, მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, ქლიავი, ტყემალი, ლურჯი მოცვი, ხურმა, კივი, ფეიხოა, თხილი, მსხალი, ალუბალი, ბალი, ჟოლო, მაყვალი.

გურია: მაყვალი, ჟოლო, მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, ლურჯი მოცვი, ხურმა, კივი, ფეიხოა, თხილი, ვაშლი, მსხალი, ალუბალი, კაკალი.

აჭარა: კაკალი, მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, ლურჯი მოცვი, ხურმა, კივი, ფეიხოა, თხილი, ვაშლი, მსხალი, ალუბალი, ჟოლო, მაყვალი.

ცვლილებები

აგროპროექტ „დანერგე მომავალის“ ფარგლებში ფერმერებს საშუალება ექნებათ გააშენონ მაყვლისა და ჟოლოს კულტურები საქართველოს ყველა რეგიონში. ამავდროულად, პროექტს დაემატა კომშის გაშენების შესაძლებლობა კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმი — ქვემო სვანეთში.

ბაღების კომპონენტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს მრავალწლოვანი კულტურების ბაღების გაშენების თანადაფინანსება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და თვითმმართველ ქალაქში შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა: ქ. თბილისი, ქ. რუსთავი, ქ. ქუთაისი, ქ. ბათუმი, ქ. ფოთი.

ფინანსური დახმარება:

ბაღების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური დახმარება ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას თანადაფინანსების სახით, როგორც მრავალწლიანი კულტურების ნერგების შეძენის მიზნით, ასევე თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნით.

ბაღების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების არაუმეტეს 70%, როგორც ნერგების ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაშიც, ამავდროულად დადგენილია თითოეულ ნერგზე თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა.

ნერგების იმპორტის შემთხვევაში 1 ნერგზე დადგენილი დაფინანსების მაქს. თანხობრივი ლიმიტი იზრდება 20% -ით. ბაღების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის ღირებულების 50% (დღგ — ს ჩათვლით), მაგრამ არაუმეტეს    2 500 ლარისა 1 ჰა-ზე.

ტექნიკური დახმარება:

ინტენსიური ბაღის მოვლისათვის აუცილებელი ცოდნით აღჭურვისათვის იმ ბენეფიციარებს, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ დახმარებას, ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგ საკითხებში:

ა) გაშენებულ ბაღში ნერგების გასხვლის ტექნოლოგიების პრაქტიკული სწავლება;

ბ) მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის სისტემების დანერგვა — IPM;

გ) ბაღის მორწყვისა და მცენარეთა კვების უზრუნველყოფის საკითხები;

ტრეინინგებში მონაწილეობის მიღება წარმოადგენს ბენეფიციარის ვალდებულებას და აისახება ბენეფიციართან გასაფორმებელ ხელშეკრულებაში;

შეზღუდვები:

1. ბაღის კომპონენტის მიზნობრივ ბენეფიციარებს წარმოადგენენ სხვადასხვა მრავალწლიანი კულტურების ბაღების/პლანტაციების გაშენებით დაინტერესებული პირ(ებ)ი, რომლებიც შესაბამისი ფინანსური რესურსების სიმწირისა და უკუგების შედარებით ხანგრძლივი პერიოდის გამო ვერ ახერხებენ ახალი ფართობების ათვისებას.

ბენეფიციარი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან ინდივიდუალური მეწარმე;

ბ) საქართველოში დაფუძნებული საწარმო, მათ შორის რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი.

ბაღის კომპონენტის ბენეფიციარი არ შეიძლება იყოს ისეთი საწარმო, რომელშიც პირდაპირ ან ირიბად სახელმწიფო ფლობს წილს, პაის, აქციებს.

2. ბაღის კომპონენტით გათვალისწინებული ფინანსური და ტექნიკური დახმარების მისაღებად:

ა) ბენეფიციარი უნდა იყოს სრულწლოვანი;

ბ) ბენეფიციარი უნდა ფლობდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ერთი საკადასტრო კოდით მის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, ან მიღებული უნდა ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გრძელვადიანი იჯარით სახელმწიფოსგან (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში)

2.1. ამ მუხლის „ბ“ პუნქტში მითითებული მოთხოვნა სახელმწიფოსთან საიჯარო ურთიერთობაზე არ მოქმედებს, თუ საქართველოს საპატრიარქოს მიერ პროექტში მონაწილეობის შემთხვევაში, საქართველოს საპატრიარქო დააფუძნებს საწარმო(ებ)ს, რომელსაც საკუთრებაში ან გრძელვადიანი იჯარით (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს) გადასცემს კუთვნილ მიწის ნაკვეთს.

3. დასავლეთ საქართველოში, კერძოდ გურია, სამეგრელო და აჭარის რეგიონში თხილის კულტურის გაშენების შემთხვევაში, წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა ნებაყოფლობითია.

4. ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს დავალიანება სსიპ «შემოსავლების სამსახურის» მიმართ;

5. სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ერთ ბენეფიციარს აქვს შესაძლებლობა მიიღოს პროგრამაში მონაწილეობა შეუზღუდავი რაოდენობით, თუმცა ჯამურად მიღებული დაფინანსების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს, ხოლო ჯამურად გაშენებული ბაღის ფართობი 20 ჰექტარს.

6. ბაღების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება ერთი ბენეფიციარის მიერ მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 20 ჰა მრავალწლიანი კულტურის ბაღის გაშენება.

7. თანადაფინანსების მოცულობა 1 ჰა -ზე არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს. ლურჯი მოცვის კულტურაზე 1 ჰა -ზე დაფინანსების მაქსიმალური ლიმიტი შეადგენს 15 000 ლარს.

8. ერთ ბენეფიციარზე გამოყოფილი თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს.

9. ბაღების კომპონენტის ფარგლებში, პირველ რიგში, დაფინანსდება შესასყიდი ნერგების ღირებულების 70%, ხოლო თანხის დარჩენილი სხვაობიდან — წვეთოვანი სარწყავი სისტემა.

წინაპირობა:

  • მიწის ნაკვეთი, სადაც იგეგმება ბაღის გაშენება, უნდა იყოს დამუშავებული არანაკლებ 40 სანტიმეტრზე;
  • მიწის ნაკვეთი უნდა იყოს უზრუნველყოფილი პერმანენტული წყლის წყაროთი, რაც გამოიხატება მიწის ნაკვეთის გარე პერიმეტრიდან მაქსიმუმ 500 მეტრის დაშორებით ტბის, მდინარის არხის ან მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე ჭის ან ჭაბურღილის არსებობით;
  • მიწის ნაკვეთს, სადაც იგეგმება ბაღის გაშენება, არ უნდა ედოს ყადაღა;
  • განაცხადით გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამისი კულტურის ნერგების 1 ჰა -ზე დასარგავი მინიმალური რაოდენობა:

დანერგე

ნერგის შეძენა უნდა განხორციელდეს «დანერგე მომავალის» პროგრამის ფარგლებში შერჩეული ადგილობრივი კვალიფიციური სანერგე მეურნეობებიდან ან ნერგის იმპორტის გზით. ასევე წვეთოვანი საირიგაციო სისტემის შეძენა/მონტაჟი უნდა განხორციელდეს შერჩეული კვალიფიციური კომპანიებისაგან.

პროგრამით სარგებლობის ან სხვა დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ-სოფლის მეურნეობის პროექტების სამართველოს.

საკონტაქტო ინფორმაცია

საიტი: apma.ge
ტელ: 1501
ელ. ფოსტა: info@apma.ge

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
საქართველოში მებოცვრეობის განვითარების პერსპექტივები — ინტერვიუ ჯენიფერ ბოუმანთან
274 Views

„ვფიქრობ, საქართველო ბოცვრის ხორცის შესანიშნავი მიმწოდებელი შეიძლება იყოს სხვადასხვა ქვეყნისთვის, მათ შორის, ევროპისთვის  - ჯენიფერ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალოე — სამკურნალო თვისებები და რამდენიმე რეცეპტი
6027 Views

ალოე (ლათ. Aloe arborescens) საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის

სრულად
აგროკავკასია FB