დამბალხაჭო — როგორ დავამზადოთ დელიკატესი

1351 Views

დამბალხაჭოს დასამზადებლად — გაწურულ ხაჭოს ამოიღებენ და მარილში გაქნიან. გაქნილ ხაჭოს გუნდის ფორმას აძლევენ. შემდეგ ძობანზე (ხის წნელისაგან დაწნულ ლასტზე) გასაშრობად დააწყობენ.

ზამთარში ძობანს ღუმელთან ახლოს მაღლა ჩამოკიდებენ, ხოლო ზაფხულში ჩრდილში აშრობენ, რათა მზის სხივი არ მოხვდეს და რაც ხაჭოს დასკდომას გამოიწვევს.

ზაფხულში ძობანი ჩიტებისაგან დაცვის მიზნით არა მარტო ლასტისაგან არამედ ოთხივე მხრიდან დაწნული ყუთისაგან შედგება. ხაჭოს გარკვეულ დონეზე გაშრობის შემდეგ (ძალიან მაგრად გამხმარიც არ შეიძლება) თიხის ქოთანში ალაგებენ.

ჩალაგება ხდება ერთმანეთის მიყოლებით და შეძლებისდაგვარად მჭიდროდ. ყოველი ჩალაგების შემდეგ ჰერმეტულად უკრავენ თიხის ქოთანს პირს. ადრე პირის მოსაკრავად გამოიყენებოდა ხბოს გამხმარი კუჭი. თიხის ქოთანის პირამდე ავსების შემდეგ, ხაჭოს ვიდრე არ დალბება უჰაეროდ ტოვებენ.

ქოთანი უნდა იმყოფებოდეს სარდაფში, 14-150C ტემპერატურაზე, რათა ხაჭო ნელა ჩალბეს რაც მის გემოზე დადებითად აისახება.

ასე უჰაეროდ დალბობის შემდეგ ჩალაგებული ხაჭოს გუნდები გარეთა გარსზე დამახასიათებელ ობს იკეთებს.

მომზადებისას თხელ ფენას (ობს) გადააცლიან და თხლად ჩათლიან. თუ ხაჭო გულამდეა დამბალი ცოტა ახალ (დაუმბალ) ხაჭოს დაუმატებენ. თუ გული არ აქვს დამბალი, ანუ რაღაც ნაწილი კიდევ არის დარჩენილი დასალბობი, მაშინ ახალი ხაჭოს დამატება არ უნდა.

გაცხელებულ ტაფაში რომელშიც ერთ არყის ჭიქა წყალს ჩაასხმენ (რომ არ მიიწვას) წვრილ ფრაქციებად დაქუცმაცებულ ხაჭოს ჩაყრიან, დაუმატებენ ერბოს და ასე მოაცხელებენ.

მიღებული ნარევი ვიდრე ადუღდება ერთმანეთში გაიქნება. რის შემდეგაც გადმოღებენ მიირთმევeნ ვიდრე  გაცივდება, რადგან გაცივების შემდეგ მიღებული ნარევი ძალინ მალე მაგრდება.

ფოტოს ავტორი: მარიამ ხუცურაული
წყარო: bekauri.blogspot.com

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ქაცვი — დახასიათება, გავრცელება, გამოყენება, ქაცვის პროდუქტები
113 Views

დახასიათება ქაცვი (Hippophae rhamnoides, Облепиха) არის ხშირტოტებიანი ბუჩქოვანი, ეკლიანი მცენარე, რომელიც სიმაღლით 2-4 მ-ს აღწევს. ტოტები სიმეტრიულია და ხშირად ბოლოებზე მომრგვალებული ფორმა აქვს. ქაცვის ტოტებს აქვს ყავისფერი ან მოშავო ფერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
წნორი (Salix alba L) — სამკურნალო მცენარე
1403 Views

ტირიფისებრთა ოჯახს ეკუთვნის. წნორი საკმაოდ დიდი, 25-30 მ სიმაღლის ხეა, მუქი ნაცრისფერი, ღრმად დამსკდარი ქერქით, დაკიდული ახალგაზრდა ტოტებით და ზეაღმართული გლუვქერქიანი ძველი ტოტებით. ზედა მხრიდან პრიალა, ქვემოდან

სრულად
აგროკავკასია FB