ჩინეთში ძროხების მასიურ კლონირებას იწყებენ

459 Views

2017 წელს ჩინეთის ქალაქ ტიანჯინში (Tianjin), მსოფლიოში უმსხვილესი ცხოველთა კლონირების ცენტრი გაიხსნება. ცენტრის ძირითადი საქმიანობა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხენების და ძაღლების კლონირება იქნება.

პროექტი (კლონირების ლაბორატორია, გენების ბანკი და საგანმანათლებლო ცენტრი) ბიოტექნოლოგიური კომპანიის BoyaLife, ბიომედიცინის საერთაშორისო აკადემიის, პეკინის მოლეკულირი მედიცინის ინსტიტუტის და სამხრეთ კორეის Sooam Biotech-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

chinadaily.com.cn-ის ცნობით, ცენტრის საწარმოო სიმძლავრე 2020 წლისთვის, წელიწადში მილიონი კლონის წარმოების შესაძლებლობა იქნება.

ცხოველეთა კლონირება, გამოყენებული იქნება კომერციული მომსახურების და ჯიშების გაუმჯობესების თვალსაზრისით. ცენტრი (საწარმო) განსაკუთრებულ ყურადღებას ძროხების გამრავლებას აქცევს, საწყის ეტაპზე გათვალისწინებულია წელიწადში 100 000 ძროხის ემბრიონის წარმოება, შემდეგში რაოდენობა გაიზრდება.

ბიოტექნოლოგიური კომპანიის BoyaLife-ის, ხელმძღვანელის სიუი სიაოჩუნის განცხადებით, ჩინელი ფერმერები ცდილობენ გაზარდონ წარმოება, რათა დაკმაყოფილდეს მუდმივად მზარდი საშუალო ფენის მოთხოვნები, ამისთვის კი საჭიროა პროდუქტიული ჯიშები.

მსოფლიოში უმსხვილესი ცხოველთა კლონირების ცენტრი, პირველი რიგში იაპონური ძროხის გამრავლებას აპირებს, რათა ადგილობრივ ბაზარზე, მაღალი ხარისხის ხორცის ფასის დაწევა გახდეს შესაძლებელი.

გაიგე ეხლა რას შეჭამს ახლო მომავალში კაცობრიობა.

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ორგანული (ბიო, ეკო) პროდუქტების ერთობლივი შესყიდვები
1179 Views

ორგანული (ბიოლოგიურად სუფთა) პროდუქტების პოპულარობის ზრდის ფონზე, იზრდება ადგილობრივ ფერმერებთან პირდაპირი კავშირების საჭიროება. ხშირად მომხმარებელისთვის ძნელია ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა პროდუქტზე, გარდა ამისა სიძნელეს ქმნის რაოდენობაც. თუ მომხმარებელს, გარკვეული

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
3225 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ  და წითელ კუნელს. კუნელი განეკუთვნება ვარდისებრთა ოჯახს. იგი მაღალი ბუჩქია, იშვიათად ბუჩქნარი, უბეში მოთავსებული ეკლებით. ფოთლები

სრულად
აგროკავკასია FB