ბექა გონაშვილი – მიწას სწორი პატრონი სჭირდება

მიუხედავად საქართველოს ახალი ხელისფლების მიერ არჩეული კურსისა, საქართველოს აგრარული სექტორის გაუმჯობესების მიზნით ძირეული გაუმჯობესებისათვის, დღემდე სოფლის მეურნეობის სფეროში უამრავი პრობლემა რჩება.

ერთ-ერთი პირველი პრობლემა არის პროფესიონალი კადრების სიმცირე, საგასადახადო პოლიტიკა სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით, რომელიც პრაქტიკულად უცვლელი დარჩა, ხშირ შემთხვევაში არასწორად შერჩეული პრიორიტეტები და სხვა.

ამ რამდენიმე კვირის წინ პეტიციაც კი შევიმუშავე, დავდე ინტერნეტში საიტზე, რომ მეტი ადამიანი გაცნობოდა და შემოერთებოდა. იმედი მაქვს ჩემს მიერ ქვემოთ მოყვანილი ფაქტობრივი მდგომარეობის ანალიზი და დასაბუთება საშუალებას მოგვცემს დავარწმუნოთ საქართველოს მთავრობა გადაიხედოს სასოფლოს-სამეურნეო მიწების გადასახადით დაბეგვრის პოლიტიკა და განაკვეთები.

მოყვანილი მოსაზრებები მხოლოდ მოსაზრებებია და რა თქმა უნდა ღიაა განხილვისთვის და წინადადებებისთვის. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივიდეთ ყველა იმ აზრამდე რომ სახელმწიფო ეს ჩვენ ვართ და უნდა “ვიბრძოლოთ” თუნდაც ჩვენი კარგი მოსაზრების გასატანად, რადგან სახელმწიფო მანქანა ყოველთვის “ცოტა” სხვაგვარად ფიქრობს ვიდრე მოქალაქე დღევანდელ საქართველოში, თუმცა კი ალბათ დავიხვეწებით სამომავლოდ, და ასე აღარ მოგვიწევს.

საძოვრისა და სახნავ-სათესი ტერიტორიების გადასახადების უთანასწორება მუნიცილაპიტეტების მიხედვით

2012 წლის N50-ე მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა მიწის გადასახადები სახნავ-სათეს, საძოვარ და სათიბ მიწებზე. რა დროს მოხდა აშკარად დისკრიმინაციული კრიტერიუმებით აღნიშნული გადასახადების დადგენა სხვადასხვა რაიონების მიხედვით. რა დროსაც არ იქნა გათვალისწინებული სახნავების მიმართებაში: მიწის ხარისხი, სარწყავთან ხელმისაწვდომობა, მდებარეობა დასახლებული/მექანიზაციური პუნქტებიდან, კლიმატური პირობები, მისაღები კულტურების ეკონომიკური ეფექტიანობა, ერთწლიანია თუ მრავალწლიანი კულტურა, რისკები (გვალვა, სეტყვა და სხვა); საძოვრებთან მიმართებაში: საძოვრის ხარისხი და ბალახოვანი საფარის შემადგენლობა, ინფრასტრუქტურული განვითრება, წყლის სიახლოვე, სეზონურობა და სხვა.

მოკლედ განვიხილოთ თითოეული ეს დასახელებული კრიტერიუმები:

მიწის ხარისხი მოგეხსენებათ ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში ვართ განებივრებული კარგი ნიადაგებით, მაგრამ ასევე მრავლად არის სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით მწირი (ტუტე ნიადაგები, დამლაშებული ნიადაგები, თუნდაც კარგ ნიადაგებშიც არის სხვაობა სხვადახვა საჭირო ელემენტების შემცველობისა) ნიადაგები. შესაბამისად ერთ მუნიციპალიტეტში შეიძლება რამდენიმე ხარისხის მიწას შევხვდეთ და ეს ამ დადგენილები არ იქნა გამიჯნული.

სარწყავთან (ირიგაციასთან) ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მთელ ამ პრობლემაში. რატომ? განვიხილოთ ხორბლის მოყვანის ტექნოლოგია სარწყავში და ურწყავში (ალალბედზეJ ) 1 ჰექტარი ხორბლის მინდვრის დამუშავება/დათესვაში ჩვენ რამდენიმე ოპერაცია გვაქვს განსახორციელებელი: მოხვნა (დადისკვა), კულტივაცია მიწის გასაფხვიერებლად, სათესლე მასალის შეძენა, მისი შეწამვლა/დამუშავება, თესვის დროს სასუქის შეტანა, ჰერბიციდებით დამუშავა, ასევე აზოტოვანი სასუქის ან ორგანული სასუქის შეტანა, მოსავლის აღება, დაბინავება.

სარწყავის შემთხვევაში რა თქმა უნდა დაემატება მორწყვის ხარჯებიც. ეს პროცედურები ჯდება დაახლოებით 1200-1300 ლარი ჰექტარზე. სარწყავის შემთხვევაში 400 ლარამდე დაემატება ხარჯები.

რა არის საჰექტარო მოსავალი? საშალოდ უწყავში, თუ “კარგი წელი” შეხვდა მიიღებთ 3-4 ტონა მოსავალს, ხოლო სარწყავში 6-8 ტონის ფარგელბში.

ახლა გადავიყვანოთ თანხაში ეს მოსავალი. გავრცელებული პრაქტიკით ბოლო პერიოდში ხორბლის ფასები მერყეობს ხოლმე კგ. – 45-50 თეთრის ფარგლებში. თუ 45 თეთრად ვიანგარიშებთ გამო შემოსავალი ურწყავში – 1500-1800 ლარის ფარგლებში, ხოლო სარწყავში – 3000-3500 ლარი.

მგონი სხვაობა თვალშისაცემია,თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ სარწყავში სხვა, ხორბალზე უფრო რენტაბელური კულტურები მოყავთ, მით უფრო მეტი არგუმენტია იმისთვის რომ სხვაობა გადასახადის მხრივ უნდა იყოს!

მდებარეობა დასახლებული/მექანიზაციული პუნქტიდან ასევე მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. მოგეხსენებათ მნიშვნელოვნად ზრდის ხარჯებს სოფლის მეურნეობაში მექანიზაცია და საწვავის ხარჯი. ასევე ავიღოთ ნათელი მაგალითი შპს “მექანიზატორი” რომელიც ემსახურება მცირე მიწიან ფერმერთა ხვნა-თესვის პროგრამას, უწევს 1 ან 2 ჰექტრიან (მცირე მიწიანები ცალკე პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში და ამაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ) ფერმერს მოემსახუროს 10-15 კილომეტრის მოშორებით, რა დროსაც თუ ხვნის დროს ტრაქტორს საწვავის წვა აქვს ჰექტარზე 20-22 ლიტრი, პრაქტიკულად ამდენივეს ხარჯავს სამუშაო ნაკვეთამდე ბაზიდან მისვლაში და უკან დაბრუნებაში.

კლიმატური პირობები, ეს საკითხი ძირითდად ურწყავ მიწებს ეხება. არის ერთი და იგივე რაიონში სხვადასხვა ადგილებში მიწები სადაც სხვადასხვა კლიმატური პირობებია შექმნილი, ზოგან მეტია ნალექი, ზოგან ნაკლები და ეს სტიქიურად კი არ ხდება, ბუნებრვიად ასეა ჩამოყალიბებული. ასე რომ გამოსაცნობი და გუმანზე მისანდობი არაფერია, უბრალოდ სტატისტიკაა.

კულტურების ეკონომიკური ეფექტიანობა, სხვადასხვა ტერიტორიაზე სხვადასხვა კულტურების მოყვანაა შესაძლებელი, შესაბამისად ყველას თავისი უკუგების ეფექტი აქვს.

ერთწლიან და მრავალწლიანი კულტურების შემთხვევაში გამიჯვნის აუცილებლობას თავად დასახელებაც განაპირობებს. კულტურას, რომელსაც წელს დავთესავ და წელსვე (მაქსიმუმ 9-10 თვეში) ვიღებ შემოსავალს რა თქმა უნდა გადასახადის გადახდაც იმავე პერიოდში უნდა უწევდეს, მაგრამ კულტურას რომელსაც დავრგავთ და 3 დან 8 წლამდე მანძილზე ნაყოფს არ იძლევიან, ჩემი აზრით უნდა იმსახურებდნენ შეღავათს.

საძოვრის ხარისხი და ბალახოვანი საფარის შემადგენლობა, ჩემი აზრით ბავშვიც კი მიხვდება, რომ საძოვრის შემთხვევაში ბალახოვანი საფარის ნაირფეროვნებას დიდი მნიშვნელობა აქვს. საფარი დიდად განსხვავდება არა მხოლოდ ზამთრისა და ზაფხულის საძოვრებზე, არამედ თვით ზამთრის საზოვრებზე. სხვადასხვა მცენარეს, რომელიც ამ მინდვრებზე იზრდება სხვადასხვა კვებითი ღირებულებისაა, რაც საბოლოოდ აისახება ცხოველის პროდუქტიულობაზეც.

ამ და სხვა პრინციპებზე საკმაოდ ვრცლად შეგვიძლია ვისაუბროთ, აქ კი წარმოგიდგენთ მოკლედ საძოვრის და სათიბების ფასებს მუნიციპალიტეტების მიხედვით რაც 2013 წლიდან გადავიდა საგადასახადო კოდექსში და ის პარლამენტმა მიიღო.

beqa_poaicia_2892828200034437555

გადასახადის წილი ნაერთ ბიუჯეტში

2013 წლის ბიუჯეტის შემოსავლებს თუ გადავხედავთ ვნახავთ, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწიდან გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტმა მიიღო დაახლოებით 9,6 მილიონი ლარი კახეთის რეგიონიდან, სადაც ცხვრის უმეტესი ნაწილია თავმოყრილი (ზამთრის საძოვრების სახით გამოიყენება: სიღნაღის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, გარდაბნის, მარნეულისა და შიდა ქართლის ზოგიერთი რაიონის ტერიტორია) განსაკუთრებით ზამთრის განმავლობაში.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, რომლის ტერიტორიებზეც ცხვრის ძოვება ხდება ძირითადად ზაფხულის საძოვრებზე (ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი), აქედან ბიუჯეტში შემოსავალი შედის დაახლოებით 8,6 მილიონი ლარი. ჯამში ეს თანხა შეადგენს 18,2 მილიონ ლარს. ხოლო მთლიანი საქართველოს მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო მიწებიდან შემოსავალი 2013 წელს შეადგინა დაახლოებით 22,7 მილიონი ლარმა.

ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ 22.7 მილიონ ლარში არ არის დიფერენცირებული საძოვრის გადასახადისგან და სახნავ-სათესი მიწებიდან შესული გადასახადი, ის გაერთიანებულია.

ჩვენი აზრით, გადასახადი უნდა განისაზღვროს არა რაიონული პრინციპით, არამედ კონკრეტული არეალის, მიწის ნაყოფიერების (ირიგაციის ხელმისაწვდომობის) საძოვრებზე ბალახოოვანი საფარის მდგომარეობის და სხვა კრიტერიუმების მეშვეობით, რა დროსაც შეძლებელი იქნება ზოგიერთ მიწის ფართობზე გადასახადი შემცირდეს, ხოლო ზოგიერთზე კი მოიმატოს, რითიც ბიუჯეტი მიიღებს გაზრდილ შემოსავალს, მაგრამ მოსახლეობას გაუმართლებელი გადასახადი ტვირთად აღარ დააწვება.

ინფორმაცია ანალიზისთვის:

დედოფლისწყაროს ბიუჯეტში ადგილობრივი შემოსავალი 2013 წელს მობილიზებული იყო 2 მილიონ ლარამდე, მაშინ როდესაც დედოფლისწყაროს ბალანსზე ირიცხება 60 000 ჰექტრამდე სახნავ-სათესი, აქედან 20 000 ჰექტრამდე არის მცირე მიწიანი ფერმერების ფართობები რომელიც არ იბეგრება (ჩვენი აზრით ესეც ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის) ხოლო 40 000 ჰექტარის გადასახადი შეადგენს 87 ლარს რაც უნდა შეადგენდეს 3 480 000 ლარი, რასაც უნდა ემატებოდეს საძოვრის გადასახადიდან მისაღები შემოსავალი.

ამ რამდენიმე დღის უკან ბატონ ვიცეპრემიერთან და ეკონომიკის მინისტრთან დიმიტრი ქუმსიშვილთან შედგა ინტერნეტ ინტერვიუ/კონფერენცია Hangout -ით, სადაც დავუსვი ამ კითხვა ზუსტად ამ საკითხზე და საკმაოდ დამაიდებელი პასუხიც მივიღე, აქამდე არცერთი მთავრობის წევრი არ გამოთქვამდა სურვილს ამ თემაზე ესაუბრა რატომღაც. იმედი მაქვს რომ დაიძრება ყინული და ფერმერები მიწაზე სწორად შემუშავებულ, ჩამოყალიბებულ და გააზრებულ სახელმწიფო პოლიტიკას მივიღებთ მალე.

ავტორი: ბექა გონაშვილი
სტილი დაცულია

თქვენი რეკლამა