აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების გამოფენა

ბათუმში აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების მე-7 საერთაშორისო გამოფენა „აგრო ბათუმი 2017” გაიხსნა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა გამოფენაზე, ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე დაყენებული ღვინის საკოლექციო ნიმუშები, ხილი და უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები შესთავაზა დამთვალიერებლებს.

გამოფენის სტუმრები, მეცხოველეობისა და მემცენარეობის მიმართულებით ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლების მიერ გამოცემულ გზამკვლევებსაც გაეცნენ და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

გამოფენის მიზანი აგრო-სასურსათო პროდუქციის მწარმოებლებს შორის ინფორმაციის გაცვლა, გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის ხელშეწყობაა.

„აგრო ბათუმი 2017“ დღეს გაიხსნა, ბათუმის ყინულის სასახლე საერთაშორისო გამოფენას სამი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.

აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების გამოფენაში წელს ადგილობრივ კომპანიებთან ერთად თურქული, ირანული და უკრაინული კომპანიები მონაწილეობენ.

თქვენი რეკლამა