აფხაზეთი — რიწის ნაკრძალის ბიომრავალფეროვნება

312 Views Comment Off

რიწის ნაკრძალი

ფლორა 

აფხაზეთის ფლორა განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა, ამ ტერიტრირიაზე 2000-ზე მეტი მცენარეა წარმოდგენილი, რომელთაგან 800 სახეობა რიწის ნაკრძალში მოიპოვება.

ამ ტერიტორიაზე წარმოდგენილი ბიომრავალფერონვება საქართველოს აბორიგენული ფლორის 20 %-ს, ხოლო კავკასიის 13 %-ს შეადგენს. რიწის ნაკრძალის 14 922 ჰა (91 %) ტყითაა დაფარული,აქ 120 სახეობის ხე და ბუჩქი იზრდება.

ნაკრძალის ტყის საერთო ფართობის 70 % კავკასიურ სოჭს (Abies nordmanniana) უკავია, წიფლის კორომებს 22%, ხოლო დანარჩენი ტყე წარმოდგენილია: მუხნარის, ფიჭვნარის, ნაძვნარის, რცხილნარის, ნეკერჩხლიანების, არყნარის და ცაცხვნარისგან.

დაახლოებით 590 ჰექტარის ფართობზე გავრცელებულია კოლხური ბზის კორომი.

ნაკრძალში ტყეების 26 % ხელუხლებელი სახითაა წარმოდგენილი.

საქართველოს წითელი ნუსხის მცენარეები 

იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი მცენარეებიდან აღსანიშნავია კოლხური ბზის (Buxus colchica) საკმაოდ მოზრდილი ფართობი; ასევე გვხვდება უთხოვარი, კოლხური ჯონჯოლი, ჩვეულებრივი წაბლი, კაკალი და სხვა.

ენდემური მცენარეები  

ნაკრძალში წარმოდგენილი მცენარეების უმრავლესობა საქართველოსა და კავკასიის ენდემებია, მათგან აღსანიშნავია: კოლხური ბზა, კავკასიური მოცვი, იმერული ხეშავი, კოლხური ჭნავი, კოლხური სურო, კოლხური ჯონჯოლი, იმერეთის ხეჭრელი, აღმოსავლეთის წიფელი, კავკასიური სოჭი და სხვა.

ფაუნა 

რიწის ნაკრძალში მრავალი ძუძუმწოვარი ბინადრობს, მაგალითად: მურა დათვი, ფოცხვერი, მგელი, მელა და შველი. ზამთრის პერიოდში საკვების ძიებაში ნაკრძალს სტუმრობენ მაღალი მთების მკვიდრნი: დასავლეთ-კავკასიური ჯიხვი და არჩვი. აქ გვხვდება აგრეთვე: ზღარბი, თხუნელა, კავკასიური ციყვი და პატარა მტაცებელი სინდიოფალა. ნაკრძალში ტყის კვერნა და მაჩვიც ბინადრობს.

რიწის ტერიტორიაზე მობუდარ ფრინველთა 69 სახეობიდან, 37 ბეღურასნაირთა ოჯახს განეკუთვნება. მდინარეების ნაპირებთან ბოლოქანქარების და წყლის შაშვების ნახვაა შესაძლებელი. რიწის ტბის მიდამოებში 8 სახეობის მტაცებელი ფრინველი ბუდობს, მათგან ყველაზე ხშირად: მიმინოს, ქორს, ჩვეულებრივ კაკაჩას და კირკიტას შეხვდებით. ტყეებში ღამის მტაცებლები: ზარნაშოები, ტყის ბუები და ოლოლები ბუდობენ. ნაკრძალში სხვადასხვა სახის კოდალას ნახვაცაა შესაძლებელი.

ნაკრძალის მდინარეები და თავად რიწის ტბაც მდიდარია კალმახით (Salmo fario trutta). პატარა რიწის ტბაში კი თევზი საერთოდ არ მოიპოვება.

ამფიბიებიდან ნაკრძალში წარმოდგენილია: ჩვეულებრივი და მცირეაზიური ტრიტონი, ჩვეულებრივი გომბეშო, ვასაკა, ტბის და მცირეაზიული ბაყაყები.

რეპტილიებიდან გვხვდება კავკასიური, ართვინული და კლდის ხვლიკები, წყლის ანკარა, სპილენძა გველი, ესკულაპის მცურავი და სხვა.

საქართველოს წითელი ნუსხის სახეობები

ნაკრძალის ტყეებში გვხვდება: კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus), მურა დათვი (Ursus arctos), დასავლეთ-კავკასიური ჯიხვი (Capra caucasica) და არჩვი (Rupicapra rupicapra).

ნაკრძალი ისეთი იშვიათი და საინტერესო ფრინველების საბუდარია, როგორიცაა: მთის არწივი (Aquila chrysaetus) და კავკასიური როჭო (Tetrao mlokosiewiczi). ქვეწარმავლებიდან იშვიათი და გადაშენბის საფრთხის წინაშე მყოფი კავკასიური გველგესლა (Vipera kaznakovi) გვხვდება.

მდინარეები და თავად რიწის ტბაც მდიდარია კალმახით (Salmo fario trutta).

ენდემური სახეობები რიწის ნაკრძალში

გავრცელებულია 40-მდე სახეობის საქართველოსა და კავკასიის ენდემური მსხვილი და წვრილი ძუძუმწოვარი: კავკასიური ჯიხვი (Capra caucasica), პრომეთეს მემინდვრია (Prometheomys schaposchnikowi), აღმოსავლეთ ევროპული ზღარბი (Erinaceus concolor), კავკასიური თხუნელა (Talpa caucasica Sat.), რადეს ბიგა (Sorex reddei Sat), გრძელკუდა კბილთეთრა (Crocidura gueldenstaedti Pall.) და სხვა.

ასევე აღსანიშნავია კავკასიის ენდემები: კავკასიური ჯვარულა (Pelodytes caucasicus) და მცირეაზიური ტრიტონი (Triturus vittatus).

დაცული ტერიტორიების სააგენტო

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
გამოიყენეთ ბუნებრივი ანტიბიოტიკები — იყავით ჯამრთელი!
1255 Views

ხშირად გაციების ან სხვა საჭიროების გამო, აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკების გამოყენება. ეს კი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და სასარგებლო ბაქტერიების განადგურებას. შესაძლებლობის ფარგლებში, კარგი იქნება თუ ქიმიურ საშუალებებს ბუნებრივით ჩაანაცვლებთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1309 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB