აგროკავკასია — 500 000 უნიკალური მომხმარებელი — Top.ge !

306 Views

ქვეყანაში სოფლის მეურნეობის და სასოფლო დასახლებების განვითარების კუთხით მიმდინარე პროცესების ფონზე, განსაკუთრებით თვალშისაცემია-დარგობრივი საინფორმაციო საშუალებების სიმწირე, დარგში მიმდინარე მსოფლიო და ადგილობრივი პროცესების გაშუქება არასაკმარისად ხდება.

ახალი ტექნოლოგიების, ჯიშების, მცენარეთა დაცვის საშუალებების, აგრობიზნესის, აგროტურიზმის, მეცხოველეობის, მემცენარეობის, მებაღეობის, მეთევზეობის და ა.შ დარგების შესახებ ინფორმაციის მოპოვება ქართულ ენაზე ფაქტიურად შეუძლებელია.

სოფლის მეურნეობა მსოფლიოში ძალზედ სწრაფად პროგრესირებს, პროცესებს რომ არ ჩამოვრჩეთ და კონკურენტუნარიანი პროდუქტი ვაწარმოოთ, ამისთვის ძალიანმნიშვნელოვანია საინფორმაციო-დინამიურად განვითარებადი სივრცის არესებობა და მისი ხელშეწყობა.

წარმოება და მარკეტინგიკი 21 საუკუნეში წარმოუდგენელია ინფორმაციული უზრუნველყოფის გარეშე.

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე 2014 წლის სექტემბერში, დავიწყეთ პროექტის: საინფორმაციო-ანალიტიკური აგროპორტალი „აგროკავკასია“ http://agrokavkaz.ge/განხორციელება.

საინფორმაციო-ანალიტიკური აგროპორტალის სტრუქტურა

ფერმერთა საჭიროებიდან გამომდინარე, შერჩეული იქნა რუბრიკები:

მემცენარეობა, მეფუტკრეობა, აგროტურიზმი, კოოპერაცია, მეცხოველეობა, მებაღეობა, მევენახეობა, მეთევზეობა, მეღვინეობა, მებოსტნეობა, წარმოება, ბიზნესი, ტექნოლოგია, ახალი ამბები, ფერმერთა სკოლა.

ქალბატონების მოთხოვნის ნიადაგზე დაემატა „სამკურნალო მცენარეები“.

ძალიან დიდ ინტერესს იწვევს მკითხველში რუბრიკა „ფერმერთა სკოლა“
სადაც იდება სტატიები: ფერმერული საქმიანობის შესახებ თვეების მიხედვით, აგრეთვე სტატიები ნიადაგის და სამეურნეო საქმიანობის ზოგადი საკითხების შესახებ.

ყოველდღიურად შუქდება დარგობრივი, აგრეთვე დარგთან დაკავშირებული პროცესები და საკანონმდებლო რეგულაციები, მათ შორის ევროინტეგრაციის მიმართულებით.

გთავაზობთ აგროკავკასიის ოფიციალურ სტატისტიკას

1. 2014 წლის 02 სექტემბერიდან-2016 წლის 02 მარტამდე საიტზე დაიდო 1300-ზე მეტი სტატია.

2. აღნიშნულ პერიოდში საიტზე შემოვიდა 500 000უნიკალური მომხმარებელი

3. სტატიების წაკითხვადობის საერთო მაჩვენებლი 900 000-ს აჭარბებს.

4. საქართველოში TOP-რეიტინგში დაფიქსირებულ 14 300-ზე მეტ საიტს შორის, ამ ეტაპზე საიტი 250 საუკეთესოშია.

5. ამ ეტაპზე, ყოველდღიურად საიტზე საშუალოდ 2500-3000 უნიკალური მომხმარებელი შემოდის ეს თვეში დაახლოებით 75 000 – 90 000.

მადლობას ვუხდით, ყველას ვინც სარგებლობს ჩვენი საიტით!

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
წითელი მოცვი — სამკურნალო თვისებები — ნაყენის და ნახარშის რეცეპტი
2146 Views

წითელი მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, 25-30 სმ-ის სიმაღლის, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, რომელიც ნიადაგის ზედაპირულ

სრულად
აგროკავკასია FB