აგრო — სასჯელაღსრულების დაწესებულება — ბიოწარმოება

1396 Views Comment Off

„აგროკავკასია“ გთავაზობთ იდეას: შეიქმნას ისეთი ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულება, სადაც პატიმრები აწარმოებენ ბიოლოგიურად სუფთა, სოფლის მეურნეობის პროდუქტს.

ჩვენი აზრით, უნდა აშენდეს თანამედროვე ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულება, რომელსაც ექნება 20 ჰექტარი სამეურნეო სივრცე. ტერიტორია უნდა დაიყოს სექტორებად: მებაღეობა, მებოსტნეობა, მეფუტკრეობა და ა.შ, ზამთრის პერიოდისთვის სათბურები — სხვადასხვა კულტურებისთვის…

გარკვეული ტიპის პატიმრები (მსუბუქი დანაშაული, კარგი ქცევა და ა.შ) ვთქვათ 100 ადამიანი უნად გადავიყვანოთ ამ დაწესებულებაში.

აქ გარდა სამეურნეო სივრცისა განთავსებული იქნება სასწავლო ცენტრი, სადაც პატიმრები შეისწავლიან დარგებს + მენეჯმენტს, თანამედროვე სასწავლო მეთოდით-პირდაპირ სამეურნეო სივრცეში.

სასწავლო პროგრამას (80% პრაქტიკა 20% თეორია), შეადგენენ აგრარული დარგის სპეციალისტები და დარგის წამყვანი კომპანიების მოქმედი სპეციალისტები.

პატიმრები აიღებენ ხელფასს, შეუმსუბუქდებათ სასჯელი, გათავისუფლების შემდეგ, მათი ჩანაცვლება მოხდება სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გადმოყვანილი მოტივირებული ადამიანებით.

შედეგად პატიმრები აითვისებენ პროფესიას, ადვილი იქნება მათი რესოციალიზაცია, დაეხმარებიან ოჯახებს და შექმნიან პროდუქტს, რომლითაც შეიძლება ჯარი მომარაგდეს.

ბრაზილიის ერთ-ერთ ჩვეულებრივ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში (ქალაქი უბერლანდია), მოახერხეს გამოეყოთ ტერიტორია — სამეურნეო საქმიანობისთვის.

მართალია იქ არ ასწავლიან, მაგრამ გარკვეული წარმოდგენისთვის მოვიტანთ მაგალითად.

ამ დაწესებულაბაში პატიმრების 20-25 კაციანი ჯგუფი, ყოველდღიურად დაკავებულია სამეურნეო საქმიანობით. მოჰყავთ ხილი და ბოსტნეული. გარდა ამისა შექმნილია წვიმის წყლის შეგროვების და გამოყენების სისტემაც, რომელიც პროდუქტის მოყვანას უფრო ეკონომიურს ხდის.

ციხის ადმინისტრაციის განცხდებით, ამ საქმიანობაში ჩართული ადამიანების რეციდივისადმი მიდრეკილება 1% მდეა შემცირებული.

პატიმრები ყოველთვიურად ანაზღაურების სახით $160-ს (BRL 591,00) იღებენ.

ვფიქრობთ  რომელიმე არსებულში კი არ უნდა ავამოქმედოთ ეს პროექტი, არამედ ავაშენოთ ახალი დაწესებულება შესაბამის ტერიტორიაზე.

ჩვენი აზრით საკმაოდ თანამედროვე კონცეფციაა, თქვენ რას იტყვით ?

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
როგორ ავარჩიოთ ქათმის ხორცი — ჯანმრთელი კვება
2584 Views

ქათმის ხორცი ჯანმრთელი კვების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. იგი წარმოადგენს მაღალი ხარისხის, ადვილად შეთვისებადი ცილების, ვიტამინების, ამინომჟავების და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელ წყაროს, ნებისმიერი ასაკის ორგანიზმის ზრდისა და ფუნქციონირებისათვის. საქონლის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1353 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB