5 მიზეზი თუ რატომ უნდა აირჩიოთ “აგროსფერო”

აგროსფერო

მიწასთან მუშაობა ფერმერის განსაკუთრებულ გარჯასა და ნებისყოფას მოითხოვს, ბარაქიანი მოსავალი ყველა ფერმერის სასურველი შედეგია, კომპანია “აგროსფერო” კი სწორედ ამის მიღწევაში დაგეხმარებათ.

“აგროსფერო” მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული აგრობიზნესის განვითარებაში, რამეთუ გთავაზობთ ევროპულ გამოცდილებას, აპრობირებულ მეთოდებსა და გადაწყვეტილებებს, პროფესიონალურ მომსახურებასა და საუკეთესო ხარისხის პროდუქციას. ახლა კი მოდით ერთად განვიხილოთ ის 5 მიზეზი თუ რატომ უნდა აირჩიოთ “აგროსფერო”.

12 წლიანი გამოცდილება

“აგროსფერო” 2005 წლიდან მხარში უდგას ქართველ ფერმერებსა და გლეხებს, სთავაზობს მათ საუკეთესო ხარისხის მცენარეთა დაცვის საშუალებებს, სასუქებს, სათესლე მასალას, აგროტექნიკას, სასოფლო სამეურნეო ინვენტარსა და წვეთოვანი მორწყვის სისტემებს. უწევს უფასო, პროფესიონალურ კონსულტაციას და სთავაზობს აგროტექნიკით მომსახურებას.

საერთაშორისო პარტნიორები

“აგროსფეროს” სერვისცენტრებში და პარტნიორ სადილერო ქსელებში შეგიძლიათ სოფლის მეურნეობის სფეროს მსოფლიოს ლიდერი კომპანიების პროდუქცია შეიძინოთ, “აგროსფერო” საქართველოში წარმოადგენს 20-მდე ევროპულ ბრენდს, მათ შორის:

  • Bayer (გერმანია),
  • Claas (გერმანია),
  • Yara (ნორვეგია),
  • Nunhems (ჰოლანდია),
  • Felco (შვეიცარია),
  • Saatbau (გერმანია),
  • Iqv (ესპანეთი),
  • KWS (გერმანია),
  • Rijk Zwaan (ჰოლანდია),
  • Freund Victoria (გერმანია),
  • Pellenc (საფრანგეთი),
  • Agrostulln (გერმანია),
  • Aglukon (გერმანია),
  • Pessl Instruments (ავსტრია),
  • Step Systems (გერმანია),
  • Mantis ULV (გერმანია),
  • Irritec (იტალია)

პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და მომსახურებები

“აგროსფერო” გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტების ფართო ასორტიმენტს:

  • მცენარეთა დაცვის საშუალებებს;
  • მინერალურ და ფოთლოვან სასუქებს;
  • სათესლე მასალას;
  • აგროტექნიკას;
  • სასოფლო სამეურნეო ინვენტარსა და იარაღებს;
  • წვეთოვანი მორწყვის სისტემებს.

აღსანიშნავია, რომ “აგროსფერო” პროდუქციის ბაზარზე დანერგვამდე ატარებს გრძელვადიან ტესტირებებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, აგროვებს სტატისტიკურ ინფორმაციას პროდუქტების შედეგიანობასთან და ეფექტურობასთან დაკავშირებით, მიღებული ინფორმაცია გადის ანალიზსა და დამუშავებას, შედეგად კი ფერმერი იღებს სრულ ინფორმაციას ამა თუ იმ თესლის, ან მცენარეთა დაცვის საშუალების შესახებ, თუ როგორ მოქმედებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და სხვადასხვა კლიმატურ პირობებში, რა მოსავალს მიიღებს და რა პირობებია საჭირო მაქსიმალური შედეგისათვის.

“აგროსფერო” მომხმარებელს სთავაზობს შეთავაზებული პროდუქციის პროფესიონალურ გამოყენებასთან დაკავშირებულ კონსულტაციას. ასევე შემდეგ მომსახურებებს კუთვნილი აგროტექნიკის გამოყენებით:

  • ნიადაგის მოხვნა;
  • ნიადაგის ფრეზირება ვერტიკალური ფრეზით;
  • სადრენაჟე არხის წარმოქმნა;
  • ნიადაგის ღრმად გაფხვიერება;
  • ბაზოს წარმოქმნა;
  • ბოსტნეულის თესვა პნევმატური სათესით;
  • მარცვლეულის თესვა პნევმატური სათესით;
  • სიმინდის კულტივაცია;
  • წამლობა მინდვრის საწამლით;
  • სასუქის გაფანტვა.

უფასო პროფესიონალური კონსულტაცია

“აგროსფეროს” სერვისცენტრებში თქვენ მიიღებთ პროფესიონალურ მომსახურებას, რჩევებსა და რეკომენდაციებს. განსაკუთრებით რთული საკითხების მოგვარებაში კი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი ნუგზარ შენგელია დაგეხმარებათ.

ყველასთვის ხელმისაწვდომი ლოკაციები

აგროსფეროს სერვისცენტრებისა და პარტნიორების ფართო ქსელი საქართველოს მთელი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომს ხდის ზემოთ აღნიშნულ პროდუქციასა და მომსახურებებს.

სერვისცენტრებისა და პარტნიორების მისამართების, საკონტაქტო პირებისა და მათი კოორდინატების გასაცნობად შეგიძლიათ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: http://www.noblex.ge/ge/contact

თქვენი რეკლამა