28 წლის ვეტერინარი უჩა უმეთაძე-28 სოფელს ემსახურება!

სოფლის მეურნეობის დარგების პოპულარიზაციის მიზნით „მომავლის ფერმერი“ ახალგაზრდა ვეტერინარებისა და აგრონომების საზოგადოებისთვის გაცნობას იწყებს.

გაიცანით 28 წლის ვეტერინარი უჩა უმეთაძე! ის ქობულეთის მუნიციპალიტეტის 28 სოფელს ემსახურება, აქვს ვეტაფთიაქიც. თუმცა, გარდა ვეტერინარული სერვისისა, ბოლო 4 წელია  აქტიურად (90%-იანი შედეგით) მუშაობს ხელოვნურ განაყოფიერების მიმართულებითაც.

გასულ წელს მისი მუშაობის შედეგი 600-ზე მეტი ხელოვნურად განაყოფიერებული ფურია. თუმცა, წლევანდელი სტატისტიკა ბევრად მაღალი იქნება. მხოლოდ აპრილსა და მაისში 100-ზე მეტი ფურის ხელოვნურად განაყოფიერება აქვს დაგეგმილი.

მისი აზრით, ფერმერებში ხელოვნური განაყოფიერებისა და ვეტსერვისების მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება. თუკი 4 წლის წინ ხელოვნური განაყოფიერების სერვისის ღირებულება 10 ლარი იყო, დღეს 30 ლარია.

უჩა კმაყოფილია, რომ მისი საქმიანობის შედეგად ქობულეთის სოფლებში პირუტყვის ჯიშობრივი და ვეტერინარული მდგომარეობა, ასევე საქონლის პროდუქტიულობა გაუმჯობესდა. დღეს ის ქობულეთის 95 000-იან  მოსახლეობაში ცნობილი და საჭირო პერსონა გახდა.

უჩამ ქობულეთში ვეტერინარი შემოსავლიან და  მნიშვნელოვანი როლის მატარებელ პროფესიად წარმოაჩინა.

აირჩიე პროფესია ვეტერინარი და  არგე შენს ქვეყანას!

უახლოეს დღეებში მომავლის ფერმერი შემოგთავაზებთ, უჩა უმეთაძის ვებინარს ხელოვნურ განაყოფიერებაში.

თქვენი რეკლამა