2017 წლისთვის Panasonic–ი გეგმავს 30 სახეობის ბოსტნეულის მოყვანას

31 Views Comment Off

იაპონური Panasonic–ი სინგაპურის სასოფლო–სამეურნეო ბაზარზე საკუთარი ამბიციების დემონსტრირებას ახდენს. კომპანია მაღალ ტექნოლოგიურ აქტივებს ბოსტნეულის მოსაყვანად გამოიყენებს, რომლებიც ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება.

ბოლო პერიოდში იაპონური IT–გიგანტები ცდილობენ მიკროსქემების წარმოების გატანას იმ ქვეყნებში, სადაც ეს ყველაზე იაფი ჯდება. პირველ რიგში საუბარია მუშახელის სიიაფეზე. მწარმოებლები ცდილობენ ეკონომიკური გამართლება მოუძებნონ დაცარიელებულ შენობებს, სადაც ჰაერის ტემპერატურისა და ხარისხის კონტროლია დამონტაჟებული.

თუმცა ხშირ შემთხვევებში ასეთ აქტივებში განთავსებულია მრავალიარუსიანი ფერმები, რომლებიც საშუალებას იძლევიან, მოკლე ვადებში იქნას მოყვანილი ისეთი ბოსტნეული როგორიცაა მაგალითად ბოლოკი და სალათა.

Reuters–ის ინფორმაციით, ასეთ სქემას იყენებს Panasonic–იც, რომელმაც სინგაპურში ადგილობრივ საწარმოში მოყვანილი ბოსტნეულის გაყიდვა დაიწყო.

მრავალიარუსიანი კვლები განათებულია სპეციალური ლამპებით, ავტომატიკა აკონტროლებს მიკროკლიმატსა და ტენიანობას, ადამიანების ყოფნა ასეთ ფერმებში მხოლოდ მომსახურე პერსონალით შემოიფარგლება. საწარმოში უკვე მოჰყავთ ბოსტნეულის 10 სახეობა, რომელთა საერთო მოცულობა წელიწადში 3,6 ტონას აღწევს. ისინი მთლიანად სინგაპურის მაღაზიებში იყიდება.

ეს პატარა, მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა ცდილობს, შეამციროს საკვები პროდუქტების იმპორტზე დამოკიდებულება ადგილობრივი ბოსტნეულის, თევზეულისა და კვერცხის წარმოების განვითარებით.

ჯერჯერობით კი სინგაპურს საკვები პროდუქციის 90%–ის იმპორტი უწევს.

2017 წლისთვის Panasonic–ი გეგმავს 30 სახეობის ბოსტნეულის მოყვანას სინგაპურის საწარმოებში და ადგილობრივი ბაზრის 5%–ის დაკავებას. ქვეყანაში მოყვანილი ბოსტნეული იაპონიიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე ორჯერ იაფია.

სოფლის მეურნეობის განვითარების ამ გზას მხარს უჭერს სინგაპურის მთავრობა. Panasonic–ი კი ახალი ბაზრების ათვისების ხარჯზე ამცირებს საქმიანობის ტრადიციულ მიმართულებებზე დამოკიდებულებას.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი Tesla Motors–ი გასულ კვირაში შეუთანხმდა Panasonic–ს აკუმულატორების წარმოებაში ინვესტიციების განხორციელების შესახებ.

Panasonic–ი პირველ ეტაპზე ამ ფაბრიკაში 196–დან 295 მილიონამდე დოლარს ჩადებს.

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3204 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალუბალი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
166 Views

ალუბალი (ლათ. Prunus cerasus) – ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს 17,5% შაქრებს 08-2,7% ორგანულ მჟავებს, 0,2% მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს: A, B, C, PP.

სრულად
აგროკავკასია FB