ვარდის ფურცლები კულინარიისთვის

საკვები, ვარდი, ორგანული, ბიო, სათბური

ჰოლანდიელი მარიუს როდევაიკის თქმით, რომელიც მეურნეობა Rodewijk Rozen-ის მეპატრონეა, ვარდის საკვები ფურცლების წარმოება ნამდვილი გამოწვევაა და მნიშვნელოვნად განსხვავდება ვარდების ჩვეულებრივი წარმოებისგან.

2018 წლიდან, ამ მეურნეობაში 1000 მ2 ფართობზე იზრდება საკვები ვარდები. ზოგადად ვარდები ყვავილების აუქციონის მეშვეობით იყიდება, საკვები ყვავილების რეალიზაციას კი მეწარმე თვითონ ახდენს.

ვარდის ფურცლები კარგად ინახება და თითქმის არ აქვს წონა, ასე რომ, მათი ექსპორტი მარტივია.

ნებისმიერი ახალი ჯიშის კულტივირების დასაწყისში, პირველ რიგში, საჭიროა შემუშავებული იქნას შესაფერისი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგია. მაგ. ყვავილების ჭრის მეთოდები განსხვავდება. იგივე ეხება Rosalicious ვარდებსაც.

გარდა ამისა, საკვებისთვის განკუთვნილი ყვავილები არ შეიძლება შეწამლული იქნას ქიმიური მცენარეთა დაცვის საშუალებებით. აუცილებელია ვისწავლოთ ბიოლოგიური საშუალებების სწორად გამოყენება.

მარიუსი დიდ ყურადღებას აქცევს არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიას, არამედ გაყიდვების საკითხებს. მისი თქმით, ეს საკმაოდ კარგად მუშაობს შუამავლების დახმარებით, იგი თავის ყვავილებს სთავაზობს მომხმარებელს, როგორც შიდა, ასევე გარე ბაზრებზე.

საკვები, ვარდი, ორგანული, ბიო, სათბური

მარიუსი მიზნად ისახავს თანამშრომლობას ხილისა და ბოსტნეულის საბითუმო მოვაჭრეებთან და მიმწოდებელებთან. ამ წლიდან, მისი პროდუქტები სერთიფიცირებულია Global G.A.P.-ით, რაც საშუალებას აძლევს ყვავილები, როგორც საკვები პროდუქტი ისე შემოგვთავაზოს.

საკვები, ვარდი, ორგანული, ბიო, სათბური

ვარდები შეიძლება დაემატოს სალათებს და რა თქმა უნდა მშვენიერი საშუალებაა კერძების გაფორმებისთვის.

საკვები, ვარდი, ორგანული, ბიო, სათბური

წითელი, თეთრი, ვარდისფერი, ყვითელი ყვავილების გარდა, მარიუსი ექსპერიმენტებს აკეთებს სხვა ფერებსა და მათ ვარიანტებზე, რომელიც შესთავაზა დანიურმა სანერგემ Roses Forever-მა.

საკვები, ვარდი, ორგანული, ბიო, სათბური

ჯერჯერობით, მყიდველების რეაქციები მხოლოდ დადებითია. შესაბამისად მეწარმეს აქვს ოპტიმიზმის საფუძველი და რწმენა რომ კომპანია სწორ გზაზე დგას. ამჟამად 1000 მ2-დან მიღებული ყვავილების რეალიზაცია ხდება. თუ მოთხოვნა გაიზრდება, წარმოებაც გაფართოვდება.

საკვები, ვარდი, ორგანული, ბიო, სათბური

agf.nl-ის მასალების მიხედვით.

თქვენი რეკლამა