ვიცე-პრემიერი სტარტაპების ამერიკელ ექსპერტს შეხვდა

48 Views

ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი სტარტაპების ხელშეწყობის საკითხში ამერიკელ ექსპერტს, კრისტოფერ ფონგს შეხვდა.

კრისტოფერ ფონგი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს კონსულტირებას ახორციელებს. შეხვედრას ასევე დაესწრო აღნიშნული საააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ქაშიბაძე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ქაშიბაძემ განაცხადა, რომ მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მიხედვით, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

მისი თქმით, კრისტოფერ ფონგის ვიზიტი ემსახურება იმას, რომ ტექნოლოგიურმა პარკმა ეფექტურად უზრუნველყოს სტარტაპების ხელშეწყობა, მეტი ინფორმაცია მიაწოდოს სტარტაპებს, თუ როგორ გახდნენ კონკურენტუნარიანები.

ირაკლი ქაშიბაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში დაიწყება პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს სტარტაპების დაფინანსებას, ასევე საკონსულტაციო ელემენტებს და ინფრასტრუქტურასთან დაშვებას.

კრისტოფერ ფონგს დიდი გამოცდილება როგორც სტარტაპების დაფინანსების, ასევე მათი განვითარების კუთხით. ის 2006 წლიდან იკავებდა აღმასრულებელი მენეჯერის პოზიციებს ისეთ წამყვან კომპანიებში, როგორებიცაა, მაგალითად, Gooogle, Expedia, ის ასევე მენტორობდა წარმატებულ სტარტაპებს და დაარსა Xooglerpreneurs (Ex-Google Entrepreneurs Community).

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
მცენარეთა დაცვა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB