ვაშლის მინდვრის დღე – ინტენსიური ტიპის ბაღები მეჯვრისხევში

ვაშლი, ბაღები

გერმანული კომპანია Bayer-ის მხარდაჭერით, გორში, სოფელ მეჯვრისხევში, კომპანია აგრო-კომის სადემონსტრაციო ბაღში ჩატარდა „ვაშლის მინდვრის დღე“. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ვაშლის ინტენსიური ტიპის ბაღები და პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიები.

ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრები გაეცნენ ვაშლისა და მსხლის ინტენსიური ტიპის ბაღებს და მათ დადებით მხარეებს, მარკეტინგულად პოტენციურ ჯიშებს, აგროტექნიკურ ღონისძიებებს (მცენარეთა დაცვა, სასუქების გამოყენება, წვეთოვანი მორწყვა), სასოფლო სამეურნეო ტექნიკას ხეხილის ინტენსიურ ბაღებში.

ღონისძიების მთავარი მიზანი იყო სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამების „დანერგე მომავალი“, „იაფი აგრო-კრედიტი“ და „აგრო-წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ პოპულარიზაცია და ხელმისაწვდომობა სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის, სოფლის მეურნეობის პოპულარიზაცია ახალგაზრდებისთვის და ფერმერებისთვის.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, აგრარული უნივერსიტეტისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, გორის საკრებულოს თავჯდომარე, შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია და გორის გამგეობის წარმომადგენლები, ასევე ფერმერები და პროკრედიტ ბანკის წარმომადგენლები, იყვნენ დაინტერესებული პირები სხვა ქვეყნებიდან და პარტნიორი კომპანიები „ნობლექსი“, „აგროსფერო“, „გრუბერ ჯენეტი“ – სანერგე მეურნეობა იტალიიდან, „ბადილი“ – ტექნიკის მწარმოებელი თურქეთიდან, „ასტერი“ – წვეთოვანი სისტემების მწარმოებელი კომპანია იტალიიდან.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მცენარეთა დაცვის საშუალებების მწარმოებელი გერმანული კომპანია Bayer-ის პრეპარატები და მათი მოხმარების სქემათესლოვან ხეხილში, ასევე სასუქების მწარმოებელი უდიდესი კომპანიის Yara-ს პროდუქცია და სასუქის შეტანის გრაფიკი.

აგროსფერო გთავაზობთ აღნიშნულ სქემებს.

პესტიციდების გამოყენების სქემა

http://agrosphere.ge/uploads/files/Apple_Protection_Scheme_2017.pdf

სასუქის შეტანის გრაფიკი

http://agrosphere.ge/uploads/files/Apple-Fertilizers-Yara.pdf

ასევე შეგიძლიათ იხილოთ ღონისძიების ამსახველი ვიდეო.

თქვენი რეკლამა