ურეკში აგროტურისტული ფესტივალი „გურია 2018“ გაიმართა

62 Views

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში აგრო-ტურისტული ფესტივალი „გურია 2018“ გაიმართა.

ფესტივალის მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივად წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაცია, ადგილობრივი სოფლის პროდუქციის და ტურისტული მომსახურების სერვისების მწარმოებლების ცნობადობის ამაღლება და მათი ხელშეწყობა პროდუქციის რეალიზაციასა თუ მომსახურების გაწევაში.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გურიის რეგიონის 50-ზე მეტმა ფერმერმა, მეწარმემ და კოოპერატივის წარმომადგენლებმა, რომლებიც აწარმოებენ თაფლს, ჩაის, ლურჯ მოცვს, მარწყვს, ნერგებს, ღვინოს, მინერალურ სასმელებს და ა.შ.

აგროტურიზმი

ფესტივალში მონაწილეობისა და ქართული პროდუქციის წარმოებისათვის ყველა მონაწილეს „მადლობის სიგელი“ გადასცეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ და პროექტის დირექტორმა ნანა თავდუმაძემ.

აგროტურიზმი

ღონისძიება ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) თანამშრომლობით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.

ფესტივალის ორგანიზატორია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გურიის რეგიონული სამსახური.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
მცენარეთა დაცვა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB